დავითი (მახარაძე)
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში — ირაკლი რომანის ძე მახარაძე; დ. 3 თებერვალი, 1960, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე; ანგელოზის დღე — ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი (ღირსი დავით გარეჯელის ხსენება); კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) | |||
| |||
---|---|---|---|
ეკლესია: | საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია | ||
განათლება: | თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი | ||
დაბადების სახელი: | ირაკლი რომანის ძე მახარაძე | ||
დაბადება: | 2 მარტი, 1960 თბილისი | ||
ბერად აღკვეცა: | 1991 წლის 28 ოქტომბერი | ||
დიაკვნად კურთხევა: | 1988 წლის 23 ნოემბერი | ||
მღვდლად კურთხევა: | 1988 წლის 25 დეკემბერი | ||
ეპისკოპოსად კურთხევა: | 1992 წლის 24 მაისი | ||
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: | 1996 წლის 25 დეკემბერი | ||
მიტროპოლიტობა ებოძა: | 2000 წლის 28 ნოემბერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ირაკლი რომანის ძე მახარაძე, დაიბადა 1960 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში. 1976 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1981 წელს. 1981-1983 წლებში, როგორც არქიტექტორ-რესტავრატორი, მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოში, „ქართულ ფილმში“, არქეოლოგიურ ექსპედიციებში და სხვა. 1984 წლიდან ირაკლი მახარაძე გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. 1986-1988 წლებში ჯერ კიდევ ერისკაც ირაკლი მახარაძის გარშემო შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც დავით გარეჯის ლავრის ტერიტორიაზე აღადგინეს ტერასები, გაწმინდეს წყალსაცავები და მოაწყვეს შიდა ეზო. ეს იყო სტუდენტთა ჯგუფი, რომელთა აქტიურობითაც გახმაურდა და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა გარეჯის უდაბნოში საბჭოთა სამხედრო ძალების საწვრთნელი პოლიგონის დამანგრეველი მოქმედებების შესახებ, რასაც შემდგომში პოლიგონის გაუქმება მოჰყვა. 1988 წლის 23 ნოემბერს ირაკლი მახარაძე დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 25 დეკემბერს კი — მღვდლად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით (ბრძ. N181) იგი გარეჯის მონასტრისა და ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1991 წლის 28 ოქტომბერს მამა ირაკლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავითის სახელით. აღკვეცის საიდუმლო სხალთის მამათა მონასტერში შესრულდა.
1992 წლის 24 მაისს დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი დავითი (მახარაძე) წმინდა სინოდის განჩინებით ხელდასხმულ იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად. 24 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ დავითის ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად კურთხევა. 1992 წლის 21 დეკემბერს წმინდა სინოდის განჩინებით ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი დავითი (მახარაძე) გადაიყვანეს ბოდბის ეპარქიაში, რომელსაც განაგებდა 1993 წლის 28 აგვისტომდე. 1992-1993 წლებში მეუფე დავითი ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას. 1993 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი დავითი ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს. 1996 წლის 25 დეკემბერს ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის მაღალი სამღვდელმთავრო წოდება მიენიჭა. 1988 წლიდან მეუფე დავითი საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს თავმჯდომარეა. 2003 წლის თებერვლიდან კი შეიქმნა საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი, რომლის თავმჯდომარეა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თავმჯდომარის მოადგილე კი – მეუფე დავითი. 2008 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი წმინდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. წლების მანძილზე ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი არის საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, 2006 წლიდან კი გალობის ცენტრის თავმჯდომარეა.
2007 წლის 25 დეკემბერს მიტროპოლიტი დავითი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.