ამბა
ამბა, აბბა (არამ. אבא /ʔabɑʔ/, ბერძ. ἀββᾶ) — არამეულ-სირიული სიტყვა და ნიშნავს „მამა“-ს. შეესაბამება ებრაულ אב aḇ, არაბულ أب ab და ამხარულ አባት abat.
საქართველოში XI საუკუნიდან ამბა ალავერდის ეპისკოპოსების ზედწოდება იყო (რადგან ისინი მონასტრის წინამღვრებიც იყვნენ). ტრადიცია უნდა მომდინარეობდეს ალავერდის მონასტრის პირველი წინამძღვრის, ერთ-ერთი სირიელი მამის, იოსებისაგან, რომელიც ამბა ალავერდელად იწოდებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 351.