ამაჯუაკის ტბა (ინგლ. Amadjuak Lake) — გამდინარე ტბა კანადაში, ნუნავუტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ბაფინის მიწის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 113 მ სიმაღლეზე.[1] ფართობით წარმოადგენს კანადის ერთ-ერთ უდიდეს ტბას. ზედაპირის ფართობი 3115 კმ². ნუნავუტის ტბებს შორის ფართობით მესამე ადგილზეა.[2] საზრდოობს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან შემოსული მდინარის წყლებით. ჩამონადენი მდინარე ამაჯუაკზე, რომელიც მიემართება ჩრდილოეთისაკენ ნეტილინგის ტბისკენ, რომლის წყლები, თავის მხრივ, ჩადის ფოქსის აუზში. ტბებს შორის არსებულ ტერიტორიაზე ბინადრობს კარიბუ.[3][4] დიდი ხნის განმავლობაში ტბა დაფარულია ყინულით. ბინადრობს თევზი.

ამაჯუაკის ტბა
კოორდინატები: 64°59′ ჩ. გ. 71°11′ დ. გ. / 64.983° ჩ. გ. 71.183° დ. გ. / 64.983; -71.183
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
ტერიტორიული ერთეული ნუნავუტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 113 
ფართობი 3115 კმ²
ამაჯუაკის ტბა — კანადა
ამაჯუაკის ტბა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Word Lake Database, International Lake Environment Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-18. ციტირების თარიღი: 2012-02-28.
  2. Atlas Canada — Lakes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-15. ციტირების თარიღი: 2012-02-28.
  3. Canadian Encyclopedia. Amadjuak Lake. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2012-02-28.
  4. Canada's Polar Environments, Nettilling Lake and Amadjuak Lake. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-11. ციტირების თარიღი: 2012-02-28.