ამაწურასგუ
ამაწურასგუ (აფხ., სიტყვასიტყვით - გულის მსახური), ყმა გლეხების მცირერიცხოვანი ზედაფენა გვიანდელ ფეოდალურ აფხაზეთში. ყმების ძირითადი მასისაგან (ახოიუ) განსხვავებით, გარკვეული უფლებრივი და ქონებრივი პრივილეგიებით სარგებლობდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 1, გვ. 350, თბ., 1975