ამასონასის დეპარტამენტი

ამასონასის დეპარტამენტი (ესპ. Departamento del Amazonas) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. დედაქალაქია ლეტისია. სახელი მომდინარეობს მდინარე ამაზონისგან, რომლის აუზსაც მიეკუთვნება დაპარტამენტის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, რომელსაც წვიმის ტყეები ფარავს.

დეპარტამენტი
ამასონასის დეპარტამენტი
Departamento del Amazonas
დროშა გერბი


Hoy busco libertad para tí
ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი Leticia
კოორდინატები 1°30′00″ ს. გ. 71°30′00″ დ. გ. / 1.50000° ს. გ. 71.50000° დ. გ. / -1.50000; -71.50000
დაარსდა 1993
ფართობი 109 665 კმ²
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 56 036[1] კაცი (2005)
სიმჭიდროვე 0,51 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
ოფიციალური საიტი amazonas.gov.co
ადგილობრივი ბაზრობა მდინარე ამაზონის ნაპირზე

დეპარტამენტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ–დასავლეთით პერუ.

ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა და ტურიზმი.

მუნიციპალიტეტები

რედაქტირება

ამასონასის დეპარტამენტი დაყოფილია 11 მუნიციპალიტეტად:

  1. ელ-ენკანტო
  2. ლა-ჩორერა
  3. ლა-პედრერა
  4. ლა–ვიქტორია
  5. ლეტისია
  6. მირიტი-პარანა
  7. პუერტო-ალეგრია
  8. პუერტო-არიკა
  9. პუერტო-ნარინიო
  10. პუერტო-სანტანდერი
  11. ტარაპაკა
 
ამასონასის მუნიციპალიტეტები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება