ამანდა მიშელ საიფრიდი (ინგლ. Amanda Michelle Seyfried; დ. 3 დეკემბერი,1985) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი. საიფრიდის კარიერა სამოდელო ბიზნესით დაიწყო, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ 11 წლის იყო. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა სერიალში „გზამკვლევი ვარსკვლავი“. 2000 წელს შეასრულა ლუსი მონტგომერის როლი ფილმში „დედამიწა რაზეც დგას“.

ამანდა საიფრიდი
დაბადების სახელი ამანდა მიშელ საიფრიდი
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი, 1985 (1985-12-03) (38 წლის)
ალენტაუნი
პენსილვანია
აშშ
საქმიანობა მსახიობი
მომღერალი
მოდელი
აქტიური 1995-დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ამანდა 1985 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ალენტაუნში, პენსილვანიის შტატში, მისი დედა ანა არის ოკუპაციური თერაპევტი, ხოლო მამა ჯეკი – ფარმაცევტი. მისი და ჯენიფერი კი ფილადელფიურ მუსიკალურ ჯგუფში უკრავს ორღანზე. ამანდამ 2003 წელს სკოლა დაამთავრა და ფორდემის უნივერსიტეტში ჩააბარა.

ამანდამ სამსახიობო კარიერა დაიწყო 1995 წელს 9 წლის ასაკში, ხოლო სამოდელოს 11 წლის ასაკში, მისი სამსახიობო დებიუტი სერიალ „გზამკვლევ ვარსკვლავში“ შედგა. 2000 წელს ლუსი მონტგომერის როლი ითამაშა ფილმში „დედამიწა რაზეც დგას“. ჯერ კიდევ მოზარდი ფრანსინ პასკალის სამი წიგნის გარეკანზე მოხვდა.

2004 წელს საიფრიდის კარიერაში ნამდვილი წინსვლა დაიწყო, როდესაც კარენ სმითის როლი ითამაშა - ერთ-ერთი „ბაუნტი“ გოგონასი პოპულარულ ფილმში «საძაგელი გოგონები». მას პარტნიორობა გაუწიეს რეიჩელ მაკადამსმა და ლინდსი ლოჰანმა, რომელთათვის ეს ფილმი ასევე წარმატებული აღმოჩნდა.

2005 წელს საიფრიდს მთავარი როლი ერგო კინოფილმ „ცხრა ცხოვრების“ ერთ-ერთ ნაწილში. გამოჩნდა მეორეხარისხოვან როლებში სერიალებში „ექიმი ჰაუსი“, „სამართლიანობა“, „კანონი და წესრიგი“.

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი იყო „მამა მია!“, მიუზიკლი, რომელიც ლეგენდარული ABBA-ს სიმღერების მიხედვით შეიქმნა და მასში ამანდას პარტნიორობა თვით მერილ სტრიპმა და პირს ბროსნანმა გაუწიეს.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

მსახიობი

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2004 საძაგელი გოგონები Mean Girls კარენ სმითი
2005 ცხრა სიცოცხლე Nine Lives სამანტა
2005 ამერიკული იარაღი American Gun თაგვი
2006 საშიში ბავშვები Alpha Dog ჯულია ბეკლი
2008 ნაბუნიობა Solstice ზოი
2008 მამა მია! Mamma Mia! სოფი შერიდანი
2009 ბუგი–ვუგი Boogie Woogie პეიჯი ოუპენჰეიმერი
2009 ჯენიფერის სხეული Jennifer's Body ანიტა „ნიდი“ ლესნიკი
2009 ქლოე Chloe ქლოე სვინი
2010 ძვირფასი ჯონი Dear John სავანა ლინ ცარტისი
2010 წერილები ჯულიეტასთვის Letters to Juliet სოფი ჰოლი
2011 წითელქუდა Red Riding Hood ვალერი
2011 დრო In Time სილვია ვეისი
2012 დაკარგული Gone ჯილი
2012 საბრალონი Les Misérables კოზეტა
2013 დიდი ქორწილი The Big Wedding მისი ო'კონორი
2013 სიყვარულის დასასრული The End of Love საკუთარი თავი
2013 ლოველასი Lovelace ლინდა ლოველასი

ტელევიზია

რედაქტირება
სატელევიზიო როლები
წელი სათაური როლი შენიშვნები
1999–2001 დედამიწა რაზეც დგას ლუსი მონტგომერი
2002–2003 ყველა ჩემი ბავშვი ჯონი სტაფორდი
2004 კანონი და წესრიგი ტენდი მაკკაინი
2004–2006 ვერონიკა მარსი ლილი კეინი
2005 ექიმი ჰაუსი პემი
2006 სამართლიანობა ენ ჯულიეტა დიგსი
Wildfire რებეკა
CSI: Crime Scene Investigation ლეისი ფინი
2006–2011 დიდი სიყვარული სარა ჰენრიკსონი მთავარი როლი
2008 ამერიკელი მამიკო! ემი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: