წითელქუდა (2011 წლის ფილმი)
წითელქუდა (ინგლ. Red Riding Hood) — 2011 წლის ამერიკული რომანტიკული საშინელებათა ფილმი, რომლის რეჟისორია კეტრინ ჰარდვიკი და პროდიუსერი ლეონარდო დიკაპრიო. ფილმის სცენარი დევიდ ლესლი ჯონსონმა შექმნა. [1] ფილმი დაფუძნებულია ხალხურ ზღაპარზე, სახელწოდებით წითელქუდა [2] ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ამანდა სეიფრიდი, გარი ოლდმანი, ბილი ბურკი, შილო ფერნანდესი, მაქს ურონსი, ვირჯინია მადსენი, ლუკას ჰაასი და ჯული კრისტი.
„წითელქუდა“ | |
---|---|
ინგლ. Red Riding Hood | |
რეჟისორი | კეთრინ ჰედვიკი |
პროდიუსერი |
ლეონარდო დიკაპრიო ჯენიფერ დავისონ კილორანი ჯული იორნი |
როლებში |
|
კომპოზიტორი |
ბრაიან რეიცელი ალექს ჰეფესი |
მწარმოებელი კომპანია | Appian Way Productions |
დისტრიბუტორი | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი | 11 მარტი, 2011 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 100 წუთი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 42 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 90.2 მილიონი აშშ დოლარი |
წითელქუდა-ს მსოფლიო პრემიერა ჰოლივუდში შედგა 2011 წლის 7 მარტს და თეატრალურად გამოვიდა 2011 წლის 11 მარტს, Warner Bros. მხარდაჭერით. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად უარყოფითი შეფასებები მიიღო. მან მთელს მსოფლიოში გამოიმუშავა 89 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო თავდაპირველი ბიუჯეტი იყო 42 მილიონი დოლარი.
წარმოება
რედაქტირებაAppian Way Productions- ის ფარგლებში, ლეონარდო დი კაპრიო, მაიკლ აირლენდი, ჯენიფერ დევისონ კილორანი, ალექს მეისი და ჯული იორნი ფილმის პროდიუსერები იყვნენ.[3][4] წარმოების დასაწყისში ფილმს ერქვა გოგონა წითელი ქუდით.[5] მთავარი გადაღებები დაიწყოვანკუვერში, 2010 წლის 21 ივლისს და 16 სექტემბრამდე გაგრძელდა.[6]
ფილმის გამოსვლა
რედაქტირებაფილმის გამოსვლის თავდაპირველი თარიღი, 2011 წლის 22 აპრილი,[7] 2011 წლის 11 მარტამდე გადაიტანეს. წითელქუდამ ბილეთების გაყიდვიდან 14 005 335 აშშ დოლარი გამოიმუშავა და პრემიერის შაბათ-კვირას ნომერ მე-3 იყო ჩარტებზე.[8] 2011 წელს პრემიერის დასრულების შემდეგ ფილმის შემოსავალმა აშშ-სა და კანადაში 37 662 162 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიოს სხვა ნაწილებში 51 500 000 აშშ დოლარი, რაც საერთო ჯამში, 89 162 162 აშშ დოლარია. [9]
გამოხმაურება
რედაქტირებაწითექუდა–ს აქვს 10% –იანი შეფასება Rotten Tomatoes– ზე 208 მიმოხილვის საფუძველზე, ხოლო მისი საშუალო ქულაა 3,75 10-დან. საიტის კრიტიკული კონსენსუსის ნათქვამია, „ამანდა საიფრიდი არის მაგნიტური წითელქუდის მთავარ როლში, მაგრამ ეს როლი გაუფასურებულია მთავარი მამაკაცის როლით და კლიშე სცენარით". [10] Metacritic– ზე ფილმს 36 კრიტიკოსის მოსაზრებების საფუძველზე 100 – დან 29 ქულა აქვს.[11]
USA Today-იმ შეაქო ფილმის წარმოების დიზაინი და ამის საპირისპიროდ დაწერა, რომ „ეს სულელური ამბავია.” [12] როჯერ ებერტმა ფილმს ოთხიდან ერთი ვარსკვლავი დაუწერა. ემბერტმა განაცხადა, რომ ფილმი შეიცავდა ბინდის ელემენტებს, სადაც ერთმანეთს ხვდება მაქცია და გოგონა. ემბერტმა გააკრიტიკა ის, რომ ფილმში წითელქუდა ცხენით გადაადილდება და აღნიშნა, რომ მსგავსი ელემენტი აღარ შეხვედრია. ის ასევე აცხადებდა, რომ ფილმი მონტი პაითონის გადაღებულს ჰგავდა. [13]
ჟურნალმა Time-მა ფილმი 2011 წლის 10 ყველაზე ცუდ ფილმს შორის დაასახელა.[14]
მარკეტინგი
რედაქტირებაფილმის თრეილერი და პოსტერი გამოვიდა 2010 წლის ნოემბერში, რომელსაც თან აქვს დართული სიმღერა, სახელწოდებით „Wolf“. ეს სიმღერა შვედმა ფევერ რეიმ დაწერა.[15]
მეორე თრეილერი გამოვიდა 2011 წლის იანვარში, რომელშიც წარმოდგენილია Nine Inch Nails- ის სიმღერა, სახელწოდებით „The Hand That Feeds“.
ფილმის ნოველაციამ მიიღო კრიტიკა იმის გამო, რომ არ მოიცავდა მოთხრობის დასასრულს, დასკვნით თავს, რომელიც მხოლოდ ფილმის გამოსვლის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი ინტერნეტში. [16] [17]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „წითელქუდა“ — Allmovie-ზე
- „წითელქუდა“ — Box Office Mojo-ზე
- „წითელქუდა“ — Metacritic-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Catherine Hardwicke's horror version of 'Little Red Riding Hood' დაარქივებული 2011-07-10 საიტზე Wayback Machine. . FanGirlTastic.com. Retrieved 2011-01-06.
- ↑ 'Twilight' director Catherine Hardwicke talks new project: 'The Girl With the Red Riding Hood' დაარქივებული 2011-07-10 საიტზე Wayback Machine. . FanGirlTastic.com. Retrieved 2011-01-06.
- ↑ Seyfried insults DiCaprio დაარქივებული 2011-01-03 საიტზე Wayback Machine. . RealBollywood.com. Retrieved 2011-01-06.
- ↑ Sperling, Nicole. 'Twilight' director Catherine Hardwicke talks new project: 'Red Riding Hood' (April 23, 2010). ციტირების თარიღი: February 25, 2020
- ↑ Vilkomerson, Sarah. Catherine Hardwicke on casting 'Red Riding Hood'... through make-out sessions -- EXCLUSIVE (March 10, 2011). ციტირების თარიღი: February 25, 2020
- ↑ BCFC Film List (October 2, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2010. ციტირების თარიღი: დეკემბერი 29, 2020.
- ↑ Twilight director Catherine Hardwicke looking for "Red Riding Hood".
- ↑ Weekend Box Office Results for March 11–13, 2011. ციტირების თარიღი: 26 September 2011
- ↑ Red Riding Hood (2011) - Box Office Mojo.
- ↑ Red Riding Hood (2011). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: November 15, 2018
- ↑ Red Riding Hood. Metacritic. ციტირების თარიღი: November 15, 2018
- ↑ Puig, Claudia. (March 10, 2011) 'Red Riding Hood': The better to bore you with. USA Today. ციტირების თარიღი: March 10, 2011
- ↑ Ebert, Roger. (March 10, 2011) 'Red Riding Hood'. RogerEbert.com. ციტირების თარიღი: February 25, 2020
- ↑ Pols, Mary. (December 7, 2011) The Top 10 Everything of 2011 – Red Riding Hood. Time. ციტირების თარიღი: February 25, 2020
- ↑ New Fever Ray music to feature in upcoming film, Red Riding Hood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-23. ციტირების თარიღი: 2020-12-29.
- ↑ Schmidt, Shawn. (2011-02-27) Red Riding Hood Novel TroubleNITCHESs. ციტირების თარიღი: 2011-03-16
- ↑ Turek, Ryan. (2011-02-25) Red Riding Hood Novelization Out to Screw You. ციტირების თარიღი: 2011-03-16