ამაზასპ ბაბაჯანიანი

ამაზასპ ხაჩატურის ძე ბაბაჯანიანი (დ. 18 თებერვალი, 1906, სოფ. ჩარდახლი, აზერბაიჯანი — გ. 1 ნოემბერი, 1977, მოსკოვი) — ჯავშანსატანკო ჯარების მთავარი მარშალი (1975). საბჭოთა კავშირის გმირი (26 მაისი, 1944). სკკპ წევრი 1928 წლიდან. ეროვნებით სომეხი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1925 წელს მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. 1929 წელს დაამთავრა სამხედრო-ქვეითთა სკოლა. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939–1940). დიდი სამამულო ომის დასაწყისში მეთაურობდა მსროლელთა პოლკს (1941 წლის ივნისიდან 1942 წლის აპრილამდე). 1942 წლის სექტემბრიდან მეთაურობდა მე-3 მექანიზებულ ბრიგადას (1943 წლის ოქტომბრიდან მე-20 გვარდიული). მდინარე დნეპრის გადალახვისას ბრიგადის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1944 წლის აგვისტოდან 1945 წლის მაისამდე მეთაურობდა გვარდიულ სატანკო კორპუსს. დაამთავრა სამხედრო აკადემია (1948). 1959 წლიდან ოდესის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალია, 1967–1969 წლებში — საბჭოთა კავშირის მარშლის რ. მალინოვსკის სახელობის ჯავშანსატანკო ჯარების სამხედრო აკადემიის უფროსი, 1969 წლის მაისიდან — სატანკო ჯარების უფროსი. სსრკ VI-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, აგრეთვე 10 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება