ამადიესი
ამადიესი,[1] ამადიუსი (ინგლ. Lake Amadeus) — გაუდინარი შრობადი მლაშე ტბა ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. მდებარეობს ავსტრალიის ცენტრალურ უდაბნო ნაწილში, მაკდონელისა და მასგრეივის ქედებს შორის, არაღრმა ქვაბულში, ზღვის დონიდან 204 მ სიმაღლეზე. გაწოლილია ქალაქ ალის-სპრინგსიდან სამხრეთ-დასავლეთით 350 კმ-ში.
ამადიესი | |
---|---|
ტბის კოსმოსური გამოსახულება, 2004 წლის ნოემბერი. | |
კოორდინატები: 24°45′00″ ს. გ. 130°55′00″ ა. გ. / 24.75000° ს. გ. 130.91667° ა. გ. | |
მდებარეობა | ავსტრალია |
ტერიტორიული ერთეული | ჩრდილოეთი ტერიტორია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 204 მ |
სიგრძე | 145 კმ |
სიგანე | 20 კმ |
ფართობი | 880 კმ² |
პერიოდულად წყლით ივსება, რა დროსაც მისი სიგრძეა 145 კმ, ხოლო სიგანე 20 კმ. ზედაპირის ფართობი დაახლოებით 880 კმ². მშრალი კლიმატის გამო ამადიესი წელიწადის დიდ დროს წარმოადგენს მთლიანად გამშრალ ტბას. გვალვიან პერიოდში იფარება უწყვეტი და მხოლოდ და მხოლოდ სწორი მარილის ქერქით.[2]
პირველად ტბა გამოიკვლია ავსტრალიელმა მოგზაურმა ერნესტ ჯაილზმა 1872 წელს, რომელმაც ტბას სახელი უწოდა სავოიის ჰერცოგის, ესპანეთის მეფის, ამადეუს I-ის პატივსაცემად. მარილის მაღალი შემცველობის მიუხედავად, მისი მოპოვება არ ხორციელდება. მიდამოებში აშენებენ მსხვილფეხა რქოსან საქონელს. წყალმოსამარაგებლად გამოიყენება მიწისქვეშა წყლები.[2]
ჩრდილო-დასავლეთით გვხვდება მსგავსი ნიშან-თვისებების მქონე ტბა ნილი. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით გვხვდება აქლემი. ტბიდან ჩრდილოეთით ბუნებრივი აირის საბადოა.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ამადიესი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)