ალ-მუიზი (სრული სახელი — აბუ ტამინ მაად ალ-მუიზ ლი-დინილაჰი , არაბ. ‎‎ معد المعز لدين الله‎‎ დ. 26 სექტემბერი, 932 — გ. 21 დეკემბერი, 975) — ფატიმიდების სახალიფოს მე-4 ხალიფა 953-975 წლებში, ალ-მანსურ ბილაჰის ვაჟი.

აბუ ტამინ მაად ალ-მუიზ ლი-დინილაჰი
‎‎ معد المعز لدين الله‎‎
ფატიმიდების სახალიფოს მე-4 ხალიფა
მმართ. დასაწყისი: 953
მმართ. დასასრული: 975
წინამორბედი: ალ-მანსურ ბილაჰი
მემკვიდრე: ალ-აზიზ ბილაჰი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 სექტემბერი, 932
გარდ. თარიღი: 21 დეკემბერი, 975
შვილები: ალ-აზიზ ბილაჰი
დინასტია: ფატიმიდები
მამა: ალ-მანსურ ბილაჰი
რელიგია: შიიტური ისლამი

ალ-მუიზი გონიერი მმართველი იყო. ის დაპყრობილ ტერიტორიებზე აჯანყებების თავიდან აცილების მიზნით მოსახლეობისთვის დამაკმაყოფილებელ რეფორმებს ატარებდა. გამოირჩეოდა რჯულშემწყნარებლობით. განსაკუთრებულად ეპყრობოდა ქრისტიან კოპტებს, რადგან მისი სახალიფოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენდნენ. ალ-მუიზი ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას, პირადად მფარველობდა მხატვრებს, მწერლებსა და სწავლულებს. [1]

მისი მმართველობის პერიოდში ფატიმიდებმა მრავალ სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. 960-იან წლებში ბიზანტიის იმპერიას წაართვეს კუნძული სიცილია, 967 წელს საბოლოოდ დაიმორჩილეს ეგვიპტე და მნიშვნელოვანი სავაჭრო მაგისტრალები ჩაიგდეს ხელში. 973 წელს ხალიფამ დედაქალაქი მანსურიიდან მის მიერ დაარსებულ კაიროში, იგივე ალ-ქაჰირაში გადაიტანა, რის შემდეგაც ეგვიპტე გახდა სახალიფოს ცენტრი. ალ-მუიზმა ამის შემდეგ სირია-პალესტინის ხელში ჩაგდება განიზრახა. წარმატებული ბრძოლების შემდეგ, 975 წელს დამასკოს ასაღებად ბერბერთა არმიას სათავეში ჩაუდგა, თუმცა ლაშქრობის საწყის ეტაპზე გარდაიცვალა. [2] ჯარის მთავარსარდლობა და ფატიმიდთა ხალიფობა კი მისმა ვაჟმა ალ-აზიზ ბილაჰმა იკისრა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Halm, Heinz (1996). The Empire of the Mahdi: The Rise of the Fatimids, transl. by Michael Bonner, Handbook of Oriental Studies, Leiden: BRILL. ISBN 9004100563. 
  • Рыжов К. В. Фатимиды // Все монархи мира. Мусульманский Восток. VII—XV вв. — М. : Вече, 2004.
წინამორბედი:
ალ-მანსურ ბილაჰი
ფატიმიდი ხალიფა
953-975
შემდეგი:
ალ-აზიზ ბილაჰი