ალ-მანსურ ბილაჰი
ალ-მანსურ ბილაჰი (სრული სახელი — აბუ ტაჰირ ისმაილ ალ-მანსურ ბილაჰი, არაბ. المنصور بالله الفاطمي დ. 913 — გ. 19 მარტი, 953) — ფატიმიდების სახალიფოს მე-3 ხალიფა 946-953 წლებში, ალ-ქაიმის ვაჟი.
აბუ ტაჰირ ისმაილ ალ-მანსურ ბილაჰი | |
---|---|
المنصور بالله الفاطمي | |
ფატიმიდების სახალიფოს მე-3 ხალიფა | |
მმართ. დასაწყისი: | 946 |
მმართ. დასასრული: | 953 |
წინამორბედი: | ალ-ქაიმი |
მემკვიდრე: | ალ-მუიზი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 913 |
დაბ. ადგილი: | რაქადა, ტუნისი, ფატიმიდების სახალიფო |
გარდ. თარიღი: | 19 მარტი, 953 |
შვილები: | ალ-მუიზი |
დინასტია: | ფატიმიდები |
მამა: | ალ-ქაიმი |
რელიგია: | შიიტური ისლამი |
ალ-მანსურმა ხალიფის ტიტულის მიღებისთანავე ტუნისში დაიწყო თავისის სახელობის ქალაქის მშენებლობა, რომელიც 950 წელს დასრულდა. ხალიფამ დედაქალაქი მახდიიდან სწორედ ახლადაშენებულ მანსურიაში გადაიტანა და იქ გაატარა თავისი მმართველობის წლები. მის დროს ფატიმიდებმა აბუ იაზიდის მძვინვარე აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, ომაიანები მაროკოდან განდევნეს, შემოიერთეს აღლაბიდების შემორჩენილი სამთავროები აფრიკაში. 953 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, სახალიფოს ტახტი კი თავის ახალგაზრდა ვაჟს, ალ-მუიზს ერგო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Halm, Heinz (1996). The Empire of the Mahdi: The Rise of the Fatimids, transl. by Michael Bonner, Handbook of Oriental Studies, Leiden: BRILL. ISBN 9004100563.
- Ismaili Tarihi:Al-Mansur (334-341/946-952) (ინგლისური)
- Julien, Charles-André (1931 yeni bas. 1994) Histoire de l'afrique du Nord, des origines à 1830, Paris:Fayot ISBN 978-2-228-88789-2 (ფრანგული)
წინამორბედი: ალ-ქაიმი |
ფატიმიდი ხალიფა 946-953 |
შემდეგი: ალ-მუიზი |