ალ-ბუხარის მემორიალური კომპლექსი
ალ-ბუხარის მემორიალური კომპლექსი (უზბეკ. Imom Al-Buxoriy majmuasi) — მემორიალური, საკულტო და სასულიერო-საგანმანათლებლო დანიშნულების კომპლექსი ყიშლაღ ხარტანგში, პაიარიკის რაიონი, სამარყანდის ოლქი, უზბეკეთი. აგებულია XX საუკუნის დასასრულს უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის ინიციატივით 1997-1998 წლებში, ძველ წმინდა ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო იმამი მუჰამად ალ-ბუხარი. მემორიალური კომპლექსი აშენდა იმამის დაბადებიდან 1225 წლის იუბილის აღსანიშნავად (მთვარის კალენდრით). კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე იმამ ალ-ბუხარის საფლავი, ისლამის ერთ-ერთი უდიდესი წმინდა ადგილია ცენტრალურ აზიაში.
ალ-ბუხარის მემორიალური კომპლექსი უზბეკ. Imom Al-Buxoriy majmuasi | |
---|---|
კოორდინატები | 39°48′55″N 66°56′40″E / 39.815139° ჩ. გ. 66.944417° ა. გ. |
მდებარეობა | ყიშლაღი ხარტანგი, უზბეკეთი |
დაწყების თარიღი | 1997 |
დასრულების თარიღი | 1998 |
მიძღვნილია | მუჰამად ალ-ბუხარი |
ისტორია
რედაქტირება870 წელს ბუხარიდან გაქცეული იმამი აბუ აბდულაჰ მუჰამად იბნ ისმაილ იბნ იბრაჰიმ ალ-ჯუფი ალ-ბუხარისათვის ბოლო თავშესაფარი აღმოჩნდა სამარყანდის მახლობლად მდებარე მცირე სოფელ ხარტანგის მოკრძალებული სასაფლაო. იმამის გარდაცვალების შემდეგ მისი ძირითადი ნაშრომი საჰიჰ ალ-ბუხარი (სუნიტური ჰადისების კრებული) ფართოდ ცნობილი გახდა ისლამურ სამყაროში, ხოლო მისი გამოქვეყნებიდან ორი საუკუნის შემდეგ გახდა ექვსიდან ერთ-ერთი ძირითადი სუნიტური ჰადისების კრებული. ალ-ბუჰარის სწავლებამ ბევრი მიმდევარი გაიჩინა მავერანაჰრში. XVI საუკუნეში შეიბანიდების დინასტიის მმართველობის დროს ყიშლაღის სასაფლაოზე გამოჩნდა პირველი მემორიალური კომპლექსი, რომელიც მოიცავდა მავზოლეუმსა და ჯუმა მეჩეთს. მავზოლეუმის მახლობლად გააშენეს ჭადრები, რომელთა ნახვაც დღემდეა შესაძლებელი კომპლექსის მიმდებარედ. მცირე გადაკეთებისა და მიმატებების შედეგად მოაღწია XX საუკუნის დამეგამდე. ცენტრალურ აზიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მეჩეთში ღვთისმსახურება შეწყდა. უპატრონოდ მიტოვებული მეჩეთი მალევე მოძველდა და 1950-იან წლებში მხოლოდ ნანგრევებიღა იყო. მდგომარეობა შეიცვალა სსრკ-ში ისლამური სამყაროს ქვეყნების მთელი რიგი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეების ვიზიტის შემდეგ, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, მუჰამედ ალ-ბუხარის ძეგლის მონახულების სურვილს. კომპლექსის რესტავრაცია დააჩაქარესა და მალევე სამართავად გადაეცა ცენტრალური აზიისა და ყაზახეთის მუსულმანთა სასულიერო ადმინისტრაციას.
1997 წელს იმამის დაბადებიდან 1225 წლის იუბილის აღსანიშნავად უზბეკეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი მემორიალური კომპლექსის აშენება. მისი მშენებლობა დასრულდა 1998 წლის ოქტომბერში, მშენებლობაში მონაწილეობდნენ სამარყანდის, ტაშკენტის, ბუხარის, ხივის, შაჰრისაბზის, ანდიჯანის, კოკანდისა და ნამანგანის საუკეთესო ხელოსნები.
არქიტექტურა
რედაქტირებაიმამ ალ-ბუხარის მემორიალურ კომპლექსს უჭირავს 10 ჰა მიწის ფართობი და მოიცავს შესასვლელ ალაყაფს, ადმინისტრაციულ კომპლექსს, იმამ ალ-ბუხარის მავზოლეუმს და ცალკე მდგომ რამდენიმე ნაგებობას. ძირითადი არქიტექტურული ელემენტები თავმოყრილია მართკუთხა, თითქმის კვადრატული ეზოს გარშემო.
კომპლექსის დეკორატიული გაფორმება მოიცავს შუა საუკუნეების არქიტექტურულ ელემენტებს: მოიზაიკა, მაიოლიკა და სხვა. ჭადრებს შორის არის წყარო, რომელიც მიიჩნევა სამკურნალოდ.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Золотое наследие Самаркандского зодчества. Мавзолей аль-Бухари. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-02. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
- Мемориальный комплекс Имам аль-Бухари.
- Исторические и архитектурные памятники Самарканда. Мемориальный комплекс Имам аль-Бухари.