ალფონს ხითარიშვილი

ალფონს თომას ძე ხითარიშვილი (ხითარაშვილი, ხითაროვი; დ. 1840, ქ. ახალციხე, — გ. 24 მარტი, 1909, ქ. მონტობანი, საფრანგეთი) — ქართველი კათოლიკე სასულიერო მოღვაწე.

დაამთავრა ახალციხის სამრევლო სკოლა და კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებული სასულიერო სემინარია. შემდეგ სწავლობდა რომში; იქვე ეკურთხა მღვდლად. 1870 წლიდან თბილისში მოღვაწეობდა, 1890 წელს კი კონსტანტინეპოლში გადასახლდა და ქართველ კათოლიკეთა მონასტერს ჩაუდგა სათავეში. 1905 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებში იყო მონტობანის ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაციის წინამძღვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველ კათოლიკეთ სამშობლო ქვეყნის მოღვაწეები / ზ. ჭიჭინაძე. – თბილისი, 1912.
  • ცნობები ალფონს ხითარიშვილის შესახებ //კავკასიის მაცნე, 9 / მ. ჯავახიშვილი, თბილისი, 2004, გვ. 36-39.
  • ქართული კულტურისა და განათლების კერა მონტობანში : (ახალი მასალები) // ქართველოლოგიური ეტიუდები : [წ.] 1 / ა. ნიკოლეიშვილი. - ქუთაისი, 2010. - გვ.509-541.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება