ალუმინის კარბიდი
ალუმინის კარბიდი — არაორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით . მის კრისტალებს აქვს ღია ყვითელიდან ყავისფერამდე შეფერილობა. სტაბილურია 1400 °C-მდე.
ალუმინის კარბიდი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ალუმინის კარბიდი |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 143.95853 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 2.93 [1] გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 2,200 °C |
სტრუქტურა | |
კრისტალური სტრუქტურა | ჰექსაგონალური[1] |
რეაქციები
რედაქტირება- ალუმინის კარბიდი ჰიდროლიზდება მეთანის წარმოქმნით. რეაქცია ჩვეულებრივად მიმდინარეობს ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ ტემპერატურის გაზრდით დაჩქარებულია რეაქციის სიჩქარე:
- Al4C3 + 12 H2O → 4 Al(OH)3 + 3 CH4
- მსგავსი რეაქცია, სადაც ალუმინის კარბიდი რეაქციაში შედის ქლორწყალბადთან მეთანის წარმოქმნით:[1]
- Al4C3 + 12 HCl → 4 AlCl3 + 3 CH4
მიღება
რედაქტირებაალუმინის კარბიდი მიიღება ალუმინისა და ნახშირბადის ურთიერთქმედებით ელექტრულ რკალურ ღუმელში[2].
- 4 Al + 3 C → Al4C3
- ალტერნატიული სინთეზის მეთოდი მდგომარეობს ალუმინის ოქსიდისა და ნახშირბადის რეაქციაში, მაგრამ ნახშირბადის მონოქსიდის გამო, რომელიც რეაქციის შედეგად გამოიყოფა, ამ ხერხს ნაკლებად იყენებენ.
- 2 Al2O3 + 9 C → Al4C3 + 6 CO
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Mary Eagleson (1994). Concise encyclopedia chemistry. Walter de Gruyter, გვ. 52. ISBN 978-3-11-011451-5.
- ↑ Greenwood, Norman N.; Earnshaw, Alan (1997). Chemistry of the Elements, 2nd, Butterworth-Heinemann, გვ. 297. ISBN 0-08-037941-9.