ალტანის რენკლოდი, გრაფ ალტანიქლიავის (რენკლოდის) ევროპული ჯიში. გამოყვანილია ბოჰემიაში გრაფ ალტანის მამულში,[1] მიღებულია მწვანე რენკლოდის ნათესებიდან. საშუალო-ზომიერი ზრდის ხეა, მომრგვალო ვარჯით. ფოთოლი მსხვილია, ოვალური ფორმის.[1] ყვავილობს აპრილის მეორე დეკადაში (გორის პირობებში), საუკეთესო დამამტვერიანებელ ჯიშებად უნდა ჩაითვალოს მწვანე რენკოლდი და იტალიური უნგრულა. ხასიათდება მაღალმოსავლიანობით. იკრიფება აგვისტოს მე-2 დეკადაში, კარგად იტანს ტრანსპორტირებას. ჭარბტენიან რეგიონებში ხშირად ზიანდება მონილიოზით.[2] ნაყოფი მსხვილია (3,6🞩4,2🞩4,4 სმ; მასა 36 გრამი), ფერად მოწითალო, მრგვალი ფორმისა, ბრტყელი ფუძით. კანი სქელია, ხშირად ბადისებრად დასერილი, ძირითადი ფერი ღია მომწვანო–ყვითელია, რომელიც ემჩნევა მხოლოდ შემოუსვლელ ნაყოფს და დაჩრდილულ ადგილებზე ყომრალ–წითელი შეფერვა ფარავს ნაყოფის თითქმის მთელ ზედაპირს. კანზე აშკარად ემჩნევა მოჟანგისფრო წერტილები და ხალები.[1] სრულ სიმწიფეში მუქი წითელი ხდება, დაფარულია ნაფიფქით. რბილობი მუქი ყვითელი, მკვრივი, წვნიანი, არომატული, ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით, კურკა (მასით ნაყოფის წონის 4%)[1] რბილობს ნახევრად სცილდება. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ასევე კომპოტების დასამზადებლად.[3]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941.
  2. ქლიავის პერსპექტიული ჯიშები საქართველოსთვის. agronews.ge (5 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2020.
  3. მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 15 აპრილი, 2020.  დაარქივებული 2021-08-03 საიტზე Wayback Machine.