ალპური სალამანდრა

ალპური სალამანდრა (ლათ. Salamandra atra) — წყალხმელეთა ცხოველი კუდიანი ამფიბიების რიგისა. ბინადრობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ალპებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მ სიმაღლეზე. გავრცელებულია შვეიცარიაში, ავსტრიაში, იტალიაში, სლოვენიაში, გერმანიაში, საფრანგეთში; შეზღუდული პოპულაციებია ხორვატიაში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ლიხტენშტაინში, სერბეთსა და ჩერნოგორიაში. მისი სხეულის სიგრძეა 9-იდან 14 სმ-მდე. ზოგიერთი ინდივიდი იზრდება 18 სმ-მდე. კრიალა მოშავო ფერისაა. უპირატესობას ანიჭებს მთის ნაკადულებს, იმალება ქვების ქვეშ ან ბუჩქნარში. ცოცხალდმშობია.

ალპური სალამანდრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
რიგი:  კუდიანი ამფიბიები
ოჯახი:  სალამანდრისებრნი
გვარი:  სალამანდრა
სახეობა:  ალპური სალამანდრა
ლათინური სახელი
Salamandra atra
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 19843
გავრცელება
Salamandra atra

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება