ალონსო-დე-იბანიესის პროვინცია

ალონსო-დე-იბანიესის პროვინცია (ესპ. Provincia de Alonso de Ibáñez) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია საკაკა.

პროვინცია
ალონსო-დე-იბანიესის პროვინცია
Provincia de Alonso de Ibáñez
დროშა გერბი

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი Sacaca
კოორდინატები 18°08′00″ ს. გ. 66°29′00″ დ. გ. / 18.13333° ს. გ. 66.48333° დ. გ. / -18.13333; -66.48333
ფართობი 1 378 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, აიმარა, კეჩუა
მოსახლეობა 27 755 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 20,1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4

ალონსო-დე-იბანიესი ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთით ესაზღვრება კოჩაბამბის დეპარტამენტი, სამხრეთ-დასავლეთით — ორუროს დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 60 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 75 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1 378 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა

რედაქტირება
 
პოტოსის დეპარტამენტის პროვინციები

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუასა და აიმარას შთამომავლები არიან.

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება