ალმაისურის ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი

ალმაისური — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, მდინარე კურცხანისა და ოცხეს შესართავთან. ნასოფლარი კონუსისებურად წაგრძელებულ ფერდზეა განთავსებული, რომელიც ერთი მხრიდან მდინარე მამლის წყლის ხეობით ისაზღვრება, ხოლო მეორე მხრიდან მდინარე კურცხანის ხეობით. ნასოფლარის ტერიტორიაზე ფიქსირდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნაგებობის ნაშთები. ყველა მათგანი აგებულია მშრალი წყობით. გამოყენებულია კლდის ფლეთილი დაუმუშავებელი ქვები და ხშირ შემთხვევაში ქვის მოზრდილი ლოდები. ნასოფლარი ტერასულადაა განლაგებული. ტერასის კედლები ასევე ნატეხი ქვებითაა ამოყვანილი. ზოგიერთ ადგილას ნაგებობების შემორჩენილი კედლის სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს. შემორჩენილი კედლების სისქე 60 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე მერყეობს. დაუმუშავებელი ქვები ერთმანეთზე მჭიდროდაა მორგებული. ნასოფლარის ტერიტორიაზე ეკლესიის ნაშთები არ ფიქსირდება. ნასოფლარზე რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა კერამიკის ფრაგმენტები. მეტყევეების გადმოცემით ამ ადგილს "ნაქალაქარის" სახელწოდებით მოიხსენიებენ. აქ მდებარეობს ხე ტყის დამამუშავებელი პუნქტი ალმაისურის უბანი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 29852