ალმათის რუსული დრამატული თეატრი
მიხეილ ლერმონტოვის სახელობის ნაციონალური რუსული თეატრი (ყაზახ. М.Ю. Лермонтов атындағы мемлекеттік академиялық орыс драма театры) — რუსული დრამატული თეატრი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათში.
მიხეილ ლერმონტოვის სახელობის ნაციონალური რუსული თეატრი | |
---|---|
ყაზახ. М.Ю. Лермонтов атындағы мемлекеттік академиялық орыс драма театры | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ქვეყანა | ყაზახეთი |
ქალაქი | ალმათი |
კოორდინატები | 43°14′34″ ჩ. გ. 76°56′38″ ა. გ. / 43.2430389° ჩ. გ. 76.9440389° ა. გ. |
დაიწყო | 1933 |
საიტი | |
www.tl.kz |
თეატრის ისტორია
რედაქტირება1933 წელს ალმათში გაიხსნა რუსული დრამის თეატრი. მის შექმნასა და ჩამოყალიბებაში ისეთი მაღალკვალიფიციური ოსტატების მონაწილეობამ, როგორებიც არიან: იური რუტკოვსკი, ზინაიდა მორსკაია (მაქსიმოვა), ევგენი დიორდიევი, იური პომერანცევი, ალმათის თეატრს პოპულარობა მოუტანა.
თეატრის პირველი რეჟისორი იური ლუდვიგის ძე რუტკოვსკი იყო, ხოლო პირველი მსახიობები ე. კრუჩინინა, ზ. მორსკაია, ს. ასუიროვი, მ. ბრანდი და სხვები.
თეატრი მაყურებელს თავდაპირველად წელიწადში შვიდ-რვა ახალ საპრემიერო სპექტაკლს სთავაზობდა. რეპერტუარში მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი რუსული დრამატული კლასიკა: გოგოლი, ოსტროვსკი, ჩეხოვი, გორკი. იდგმებოდა შექსპირის, გოლდონის, შილერის, მოლიერის პიესები; ასევე იმ პერიოდისთვის პოპულარული საბჭოთა ავტორების - პოგოდინის, კატაევის, არბუზოვის პიესები. სპექტაკლებს დგამდნენ საინტერესო, ნიჭიერი რეჟისორები — ლ. ვარპახოვსკი, მ. გოლდბლატი, გ. ტოვსტონოგოვი, ბ. ბიბიკოვი, ო. პიჟოვა, ა. რიდალი.
1964 წელს, მიხეილ ლერმონტოვის 150 წლის იუბილეზე, თეატრს პოეტის სახელი მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ თეატრის სცენაზე დაიდგა კონსტანტინე პაუსტოვსკის პიესა „პორუჩიკი ლერმონტოვი“. სპექტაკლში მთავარი როლი ყაზახეთის რესპუბლიკის დამსახურებულმა არტისტმა, გენადი ბალაევმა შეასრულა.
1974 წელს, მოსკოვში წარმატებული გასტროლების შემდეგ, თეატრს აკადემიურის სტატუსი მიენიჭა.
1983 წელს თეატრის 50 წლის იუბილე აღინიშნა. 1984 წელს კი თეატრი ხალხთა მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა.
1983 წლიდან 2020 წლის ივნისამდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ყაზახეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი რუბენ ანდრიასიანი. 2020 წლის ივლისიდან კი ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა ყაზახეთის დამსახურებულმა არტისტმა დიმიტრი სკირტამ.
2000 წლის მარტში თეატრის კოლექტივი დაჯილდოვდა კულტურის კომიტეტის საპატიო სიგელით თეატრალური ხელოვნების განვითარებაში ნაყოფიერი მუშაობისთვის.
2006 წელს თეატრის შენობა დაიხურა კაპიტალური რემონტის გამო. დამონტაჟდა ძვირადღირებული სასცენო განათებისა და გახმოვანების ძვირადღირებული მოწყობილობები, თანამედროვე გაგრილებისა და გათბობის სისტემები. სარემონტო სამუშაოები თითქმის სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თეატრის ხელახალი გახსნა შედგა 2008 წლის დეკემბერში.[1]
2012 წლის 10 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თეატრის კოლექტივს მადლობა გამოუცხადა რუსული თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ყაზახეთის რესპუბლიკაში რუსული კულტურის შენახვის, მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებისათვის რუსეთის ფედერაციასა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის.[2]
2012 წლის ბოლოს რუსული დრამატული თეატრი პირველი თეატრი გახდა ყაზახეთში, რომელმაც ბილეთების ონლაინ-გაყიდვები დაიწყო Ticket Online-ზე.[3]
2020 წლის 20 ნოემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ბრძანებულების თანახმად, მ. ლერმონტოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამის თეატრს ნაციონალურის სტატუსი მიენიჭა.
თეატრის შენობა
რედაქტირებააბაის გამზირზე მდებარე დრამატული თეატრის ამჟამინდელ შენობაში, ქვედა იარუსი მთავარ და გვერდით ფასადებზე გაკეთებულია დიდი ვიტრაჟების სახით ვიწრო სვეტის კედლებით. ზედა იარუსში, ვიტრაჟების პირდაპირ ზემოთ, პანელები მოთავსებულია სიმეტრიულად ორ რიგად. ორ მიმდებარე და ერთ ცალკე შესასვლელ ღიობს მთავარი ფასადის მხრიდან აქვს კარიბჭის კარკასი ამობურცული პილონებით. ეზოს ფასადი, რომელიც რელიეფის განსხვავებისა და ამ მხარეს შედარებით მცირე ზომის დამხმარე ნაგებობების არსებობის გამო, ხუთსართულიანია, შექმნილია გლუვ კედლებზე სხვადასხვა ზომის მართკუთხა და კვადრატული ფანჯრების კომბინაციით. მცირე სიღრმის ნიშში, საფარველის გარეშე არის უწყვეტი ვერტიკალური ვიტრაჟები. თეატრის შენობა აშენდა ქალაქის ე.წ. „ოქროს კვადრატში“.
2023 წლის 15 ივლისს თეატრის შესასვლელთან საბჭოთა და ყაზახი მსახიობის იური პომერანცევის ძეგლი დაიდგა. მონუმენტის ავტორია ყაზახი სკულპტორი ნურლან დალბაი.[4]
ძეგლის სტატუსი
რედაქტირება2010 წლის 10 ნოემბერს დამტკიცდა ქალაქ ალმათის ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიული და კულტურული ძეგლების ახალი სახელმწიფო სია, ამავდროულად ამ საკითხზე ყველა წინა გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა.[5] ამ განკარგულებაში შენარჩუნებული იყო თეატრის შენობის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი. დაცული ზონების საზღვრები დამტკიცდა 2014 წელს.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jam.kz. Театр Лермонтова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-05. ციტირების თარიღი: 2012-01-06.
- ↑ Распоряжение Президента Российской Федерации от 10 сентября 2012 года № 413-рп «О поощрении». ციტირების თარიღი: 2020-08-22
- ↑ Покупка билетов on-line! " Государственный Академический Русский Театр Драмы им. М. Лермонтова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 2014-01-22.
- ↑ "Наш милый доктор": в Алматы открыли скульптуру легенде театра и кино Юрию Померанцеву (2023-06-15). ციტირების თარიღი: 2023-07-10
- ↑ Постановление Акимата города Алматы от 10 ноября 2010 года N 4/840 «Об утверждении Государственного списка памятников истории и культуры местного значения города Алматы». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-27. ციტირების თარიღი: 2019-02-06.
- ↑ Решение ХХХI сессии маслихата города Алматы V созыва от 10 сентября 2014 года N 261 «Об утверждении границ охранных зон, зон регулирования застройки и зон охраняемого природного ландшафта объектов историко-культурного наследия города Алматы». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-27. ციტირების თარიღი: 2019-02-06.