ალმათის ბუნების მუზეუმი

ალმათის ბუნების მუზეუმი (ყაზახ. Табиғат музейі) — ყაზახეთის ეროვნული აკადემიის პალეონტოლოგიური მუზეუმი ქალაქ ალმათში, რომელიც მდებარეობს სამეცნიერო-სამუზეუმო კომპლექსში „Ғылым ордасы“

ალმათის ბუნების მუზეუმი

მუზეუმის ზოოლოგიური დარბაზი
43°14′36″ ჩ. გ. 76°56′56″ ა. გ. / 43.24333° ჩ. გ. 76.94889° ა. გ. / 43.24333; 76.94889
დაარსდა 1961
მდებარეობა ალმათი
კლასიფიკაცია პალეონტოლოგიური
Map

მუზეუმის ისტორია

რედაქტირება

გიგანტური მარტორქის ჩონჩხი, რომელიც 1912 წელს ყაზახეთში იპოვეს, მუზეუმის პირველი პალეონტოლოგიური მონაპოვარი გახდა. ამის შემდეგ კიდევ ათეულობით სამეცნიერო აღმოჩენა განხორციელდა, რომელმაც ყაზახეთი მსოფლიოში ცნობილი გახადა, როგორც უნიკალური ადგილი პალეონტოლოგიური კვლევებისთვის. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, ტერიტორიის ფართობისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნების წყალობით ყაზახეთის ტერიტორია, ისტორიული ეპოქებიდან თანამედროვეობამდე, ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით ხასიათდება. სამუზეუმო კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი შეგროვდა ყაზახეთის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის მიერ 1932-1957 წლებში.[1] სწორედ ამ კოლექციამ მისცა საფუძველი მუზეუმის შექმნის იდეას. ინიციატივას დროულად დაუჭირა მხარი ყაზახეთის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის პირველმა პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა კ. სატლაევმა. ბუნებისა და პალეონტოლოგიის მუზეუმმა ფუნქციონირება და პირველი დამთვალიერებლების მიღება ფაქტობრივად 1959 წელს დაიწყო ლენინის გამზ. (ახლანდელი დოსტიკის გამზირი) №85-ში. მუზეუმის ოფიციალური გახსნა, ყაზახეთის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 1961 წლის 29 აპრილის №44 დადგენილების თანახმად, ყაზახეთის სსრ-ის 40 წლის იუბილეს მიეძღვნა.[2]

ყაზახეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტის 2010 წლის 1 ივნისის №35-ПР ბრძანების თანახმად, მუზეუმისა და კოლექციის შენახვის, შესწავლის და პოპულარიზაციის, სამეცნიერო, ისტორიული და კულტუტული მემკვიდრეობის ფართედ გავრცელების მიზნით; ასევე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარების მიზნით, „ყაზახეთის ბუნების და პალეონტოლოგიის მუზეუმი“ სამეცნიერო-სამუზეუმო კომპლექს „Ғылым ордасы“-ის დაქვემდებარებაში გადავიდა.[3]

2012 წელს მუზეუმი ხელახლა გაიხსნა კომპექსის „Ғылым ордасы“-ის რესტავრაციის შემდეგ ახალ მისამართზე — ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიაში.[4]

2012 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო პალეონტოლოგიური დარბაზის ექსპოზიციამ. დაიწყეს მუშაობა ზოოლოგიური დარბაზის ექსპოზიციების შექმნაზეც.

ექსპოზიცია

რედაქტირება

მუზეუმი ორი დარბაზისგან შედგება: პალეონტოლოგიური და ზოოლოგიური.

 
პალეონტოლოგიური დარბაზი

ექსპონატებს შორის არის გაქვავებული ცხოველთა და მცენარეთა ნაშთები, ასევე დინოზავრების, ტერბოზავრების და უძველესი ფაუნის სხვა წარმომადგენელთა ჩონჩხები. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ყველა ექსპონატი ყაზახეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი.[5]

მუზეუმის ზოოლოგიურ სექციაში დამთვალიერებლებისთვის დემონსტრირებულია რესპუბლიკის მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა — ჩიტების, მწერების, ძუძუმწოვრებისა და ქვეწარმავლების ნაირსახეობები, რომლებიც ყაზახეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ.[6]

მუზეუმის მასალები წარმოდგენილია წიგნების, ფოტოების, ჰერბარიუმების, ფრინველთა და ცხოველთა ფიტულების სახით. აქ შესაძლებელია ცხენის, ცხვრის, ცხენირემის, მგლის, დათვის, თევზების, პეპლების ფიტულების ნახვა. დარბაზები სხვადასხვა კუთხის ბუნების ნახატებით არის გაფორმებული.[7]

თანამედროვეობა

რედაქტირება

50 წლის განმავლობაში, თავისი სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ბუნებისდაცვითი მიმართულების წყალობით, მუზეუმმა ფართო პოპულარობა მოიპოვა არა მარტო რესპუბლიკაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. მუზეუმში ტარდება სტაჟირებები სპეციალისტებისთვის და ლექციები სტედენტებისთვის ისტორიულ გეოლოგიისა და უძველესი ცხოველების შესახებ სპეცკურსებში თვალსაჩინო მასალების გამოყენებით. ექსკურსიებს, რომლებიც მუზეუმში ტარდება, დიდი საგანმანათლებლო და განმავითარებელი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სკოლის მოსწავლეების და ტურისტებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის დამთვალიერებლისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Музей природы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-03. ციტირების თარიღი: 2022-07-17
  2. Постановление Президиума АН Казахской ССР от 29 апреля 1961 года № 44 «О мероприятиях, приуроченных к юбилею Казахской ССР»
  3. Приказ Комитета по науке Министерства образования и науки Республики Казахстан от 1 июня 2010 года № 35-ПР
  4. Музеи «Гылым ордасы» встречают гостей в обновленном виде. ციტირების თარიღი: 2019-03-12
  5. 10 музеев Алматы, которые обязательно нужно посетить. ციტირების თარიღი: 2019-03-12
  6. Музеи Казахстана. Музей природы и палеонтологии. ციტირების თარიღი: 2019-03-12
  7. Музей природы - Музей - фото, цены, адреса, ☎ телефоны. ციტირების თარიღი: 2021-11-22