ალკუბიერეს ძრავა
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ალკუბიერეს ძრავა}} |
ალკუბიერეს ძრავა ან ალკუბიერეს მეტრიკა (შეეხება მეტრიკულ ტენზორს) — თეორიული იდეა, რომელიც დაფუძნებულია აინშტაინის ველის განტოლებებზე და რომელიც შემოთავაზებულია მექსიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის მიგელ ალკუბიერეს მიერ. ამ მოსაზრების თანახმად, ნეგატიური მასის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სინათლეზე სწრაფად მოძრაობა. იმის მაგივრად რომ კოსმოსურმა ხომალდმა განავითაროს სინათლეზე მეტი სისწრაფე ათვლის ადგილობრივ სისტემაში, ხომალდი დაფარავს მანძილს მის წინ სივრცის შეკუმშვით, ხოლო მის უკან სივრცის გაფართოებით, რაც გამოიწვევს სინათლეზე სწრაფ მოძრაობას.
საერთოდ, ნორმალური დრო-სივრცის პირობებში ობიექტებს არ შეუძლიათ სინათლის სისწრაფემდე აჩქარება, ამის მაგივრად ობიექტის გარშემო არსებული სივრცე ისე გადაადგილდება რომ ეს ობიექტი დანიშნულების ადგილას ჩავა უფრო მალე ვიდრე სინათლე ნორმალური სივრცის შემთხვევაში.[1] ალკუბიერეს მიერ შემოთავაზებული მეტრიკა მათემატიკურად ეთანხმება აინშტაინის ველის განტოლებებს, მაგრამ ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს რომ ეს მეტრიკა ფიზიკურად შესაძლებელია ან ასეთი ძრავა სინამდვილეში შეიძლება აგებულ იქნეს. შემოთავაზებული მექანიზმი ითვალისწინებს ენერგიის უარყოფით სიმკვრივეს და შესაბამისად ითხოვს ეგზოტიკურ მატერიას. თუმცა არ არსებობს არავითარი მტკიცებულება რომ ასეთი მატერია არსებობს, მაგრამ ზოგიერთი თეორიული მოდელი (რომლებიც განსხვავდებიან სტანდარტული მოდელისგან) მოითხოვს ასეთი მატერიის არსებობას.
ისტორია
რედაქტირება1994 წელს მიგელ ალკუბიერემ შემოგვთავაზა მეთოდი რომელიც შეეხებოდა სივრცის გეომეტრიის შეცვლას ტალღის შექმნის გზით და რომელიც კოსმოსური ხომალდის წინ სივრცეს შეკუმშავდა, ხოლო უკან კი გააიშვიათებდა.[2] ეს ხომალდი შემდგომ აამოძრავებდა ამ ტალღას ბრტყელი სივრცის შიგნით რომელსაც გამრუდებული ბუშტი ეწოდება და არ იმოძრავებდა ამ ბუშტის შიგნით, ამის ნაცვლად რეგიონი თვითონ გადაადგილდება.
ალკუბიერეს მეტრიკა
რედაქტირებაალკუბიერეს მეტრიკა განსაზღვრავს გამრუდებული ძრავის დრო-სივრცეს. ეს არის ლორენცისეული მრავალფეროვნება რომელიც თუ ფარდობითობის ზოგადი თეორიით იქნება ინტერპრეტირებული საშუალებას მისცემს გამრუდებულ ბუშტს გამოჩნდეს ადრე ბტყელ დრო-სივრცეში და იმოძრაოს სინათლეზე სწრაფად. ბუშტის შიგნით მყოფი ადამიანი არ იგრძნობენ არავითარ ინერციალურ ეფექტებს. პროპულსიის ეს მეთოდი გამრუდებული ბუშტის მიმართ სინათლეზე სწრაფ მოძრაობას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს რომ ამ ბუშტის შიგნით სინათლის სხივი უფრო სწრაფად იმოძრავებს ვიდრე ხომალდი. რადგან ობიექტები ბუშტის შიგნით არ მოძრაობენ (ლოკალურად) სინათლეზე სწრაფად. ალკუბიერეს მეტრიკის მათემატიკური ფორმულირება არ ეწინააღმდეგება ფარდობითობის თეორიის მტკიცებულებებს, კერძოდ კი იმას რომ არცერთ ობიექტს რომელსაც აქვს მასა არ შეუძლია სინათლის სისწრაფის ან მეტის განვითარება. რაც შეეხება რელატივისტურ ეფექტებს, კერძოდ დროის შეყოვნებას, მას არ ექნება არავითარი შეხება ამ სახის მოძრაობასთან რადგან ეს ეფექტი ვლინდება მხოლოდ სინათლესთან მიახლოებული სიჩქარის შემთხვევაში.
ალკუბიერეს ძრავა რჩება მხოლოდ კონცეფციად რომელსაც როგორც ჩანს გადაუჭრელი პრობლემები ეღობება წინ: იმ რაოდენობის ენერგია რაც საჭიროა ამ მიზნისათვის მეტად ძნელი მოსაპოვებელი იქნება,[3] არ არის ცნობილი არც გამრუდებული ბუშტის შექმნის და არც მისი დატოვების მეთოდი როცა კოსმოსური ხომალდი მიაღწევს დანიშნულების ადგილს.
ალკუბიერეს ძრავის მათემატიკა
რედაქტირებაფარდობითობის ზოგადი თეორიის ADM ფორმალიზმის გამოყენებით სივრცე-დრო აღიწერება ჰიპერზედაპირების სივრცის მსგავსი შრეების საშუალებით დროის t მუდმივი კოორდინატით. იმ მეტრიკის ზოგადი ფორმა რომელიც აღიწერება ამ ფორმალიზმის ფარგლებში არის:
სადაც:
- არის გაშვებული ფუნქცია რომელიც გვაძლევს მართებულ დროებს შორის ინტერვალს მეზობელ ჰიპერზედაპირებს შორის,
- არის წანაცვლების ვექტორი რომელიც ეხება სხვადასხვა ჰიპერზედაპირების სივრცულ კოორდინატებს
- არის დადებითი განსაზრვრული მეტრიკა ყოველ ჰიპერზედაპირზე.
კერძო ფორმა რომელიც ალკუბიერემ შეისწავლა [2] განისაზღვრება:
სადაც:
და
შემთხვევითი პარამეტრებით სადაც და . ამგვარად, ალკუბიერეს მეტრიკის სპეციფიკური ფორმა შეიძლება შემდეგნაირად ჩაიწეროს
მეტრიკის ამ კერძო ფორმასთან შესაძლებელია ვაჩვენოთ რომ ენერგიის სიმკვრივე გაზომილი იმ დამკვირვებლის მიერ რომლის 4-სიჩქარე ჰიპერზედაპირების მიმართ არის ნორმალური გამოისახება შემდეგი ფორმულით:
სადაც არის მეტრული ტენზორის დეტერმინანტი.
შესაბამისად, რაკი ენერგიის სიმკვრივე არის უარყოფითი, ამიტომ საჭიროა ეგზოტიკური მატერია სინათლეზე სწრაფად სამოძრაოდ.[2] ასეთი სახის მატერიის არსებობა თეორიულად არ არის გამორიცხული. თუმცა, სინათლეზე სწრაფად მოძრაობისათვის საჭირო ეგზოტიკური მატერიის რაოდენობის შექმნა და შენახვა (და ასევე ჭიახვრელის ყელის ღიად შენარჩუნება) მიჩნეულია არაპრაქტიკულ საქმედ. ლოუ ასაბუთებს რომ ფარდობითობის ზოგადი თეორიის ფარგლებში შეუძლებელია გამრუდებული ძრავის აგება ეგზოტიკური მატერიის გარეშე.[4]
ფიზიკა
რედაქტირებაიმათთვის ვისთვისაც ნაცნობია ფარდობითობის თეორიის ისეთი ეფექტები როგორიცაა ლორენცისეული შემოკლებები და დროის დაყოვნება ალკუბიერეს მეტრიკა წარმოადგენს ძალიან თავისებურ მოვლენას. კერძოდ, ალკუბიერემ აჩვენა რომ თვით მაშინაც კი როდესაც კოსმოსური ხომალდი აჩქარდება ის მიჰყვება გეოდეზიურ ხაზებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ხომალდი მოძრაობს გამრუდებული ბუშტით ის ყოველთვის თავისუფალ ვარდნაშია და ხომალდის ეკიპაჟი არ განიცდის არავითარ გადატვირთვებს. სამაგიეროდ უძლიერესი მოქცევითი ძალები იქნება ბრტყელი სივრცის კიდეებზე სივრცის უდიდესი გამრუდების შედეგად, მაგრამ ეს ძალები არსებითად უმნიშვნელო იქნებიან იმ ადგილას რომელსაც თვითონ ხომალდი დაიკავებს.[2]
გამრუდებული ძრავის მეტრიკას და მის უმარტივეს ვარიანტს აქვს ADM ფორმა რომელიც ხშირად გამოიყენება ფარდობითობის ზოგადი თეორიის საწყისი ფორმულირების განსახილველად. ამას შეუძლია ახსნას გავრცელებული გაუგებრობა რომ ეს დრო-სივრცე არის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ველის განტოლებების გადაწყვეტა. მეტრიკა ADM ფორმაში ადაპტირებულია ინერციული დამკვირვებლების გარკვეული კატეგორიისათვის, მაგრამ ეს დამკვირვებლები ფიზიკურად არ არიან განსხვავებულნი სხვა ასეთი კატეგორიის დამკვირვებლებისგან. ეს ალკუბიერემ განმარტა მისი „გამრუდებული ბუშტის“ წინ სივრცის შეკუმშვით და უკან გაიშვიათებით. მაგრამ ეს განმარტება შეიძლება მცდარი იყოს [5] რადგან შეკუმშვა და გაიშვიათება სინამდვილეში ეხება ADM კატეგორიის ახლომყოფი წევრების შეფარდებით მოძრაობას.
ფარდობითობის ზოგად თეორიაში ხშირად ადამიანი თავდაპირველად განსაზღვრავს მატერიის და ენერგიის დამაჯერებელ განაწილებას და შემდეგ პოულობს დრო-სივრცის შესაფერის გეომეტრიას. თუმცა ასევე შესაძლებელია აინშტაინის ველის განტოლებების გამოყენებაც რომლის შემთხვევაში ჯერ ზუსტდება მეტრიკა და შემდეგ პოულობენ ენერგია-იმპულსის ტენზორს, სწორედ ასე მოიქცა ალკუბიერე მისი მეტრიკის აგების დროს. ეს პრაქტიკა ნიშნავს იმას რომ ამ ამოცანის გადაწყვეტას შეუძლია დაარღვიოს სხვადასხვა ენერგეტიკული პირობები და მოითხოვოს ეგზოტიკური მატერიის არსებობა. ამ სახის მატერიის საჭიროებას მივყავართ იმ საკითხამდე შესაძლებელია თუ არა იმ მეთოდის გამოძებნა რომელიც შეგვაძლებინებს ამ მატერიის განაწილებას იმ საწყის დრო-სივრცეში რომელსაც თავდაპირველად არ აქვს გამრუდებული ბუშტი და რომელიც მოგვიანებით შეიქმნება. თუმცა არის სხვა პრობლემაც, კერძოდ სერგეი კრასნიკოვის,[6] მიხედვით შეუძლებელი იქნება გამრუდებული ბუშტის შექმნა იმ შესაძლებლობის გარეშე რომ ვაიძულოთ ეგზოტიკური მატერია ლოკალურად იმოძრაოს სინათლეზე სწრაფად რომელსაც თავის მხრივ დასჭირდება ტაქიონების არსებობა. შემოთავაზებულ იქნა გარკვეული მეთოდები თუ როგორ ავარდოთ თავი ტაქიონების მოძრაობის საჭიროებას მაგრამ ისინი სავარაუდოდ წარმოშობენ შიშველ სინგულარობას ბუშტის წინ.
სიძნელეები
რედაქტირებაამ სახის მეტრიკასთან დაკავშირებული პრობლემები გამომდინარეობს იმ ფაქტიდან ყველა ის თეორია რომელიც ეხება გამრუდებული ძრავის სივრცეს არღვევს სხვადასხვა ენერგეტიკულ პირობებს. თუმცა არსებობს ზოგიერთი ექსპერიმენტულად დადასტურებული კვანტური ფენომენი, მაგალითად კაზიმირის ეფექტი რომელსაც როდესაც იგი აღიწერება კვანტური ველის თეორიის ფარგლებში მივყავართ სტრეს-ენერგიის ტენზორებამდე რომელთაც ასევე შეუძლიათ ენერგეტიკული მდგომარეობების დარღვევა რაც მაგალითად უარყოფით მასა-ენერგიაში გამოიხატება. გამომდინარე აქედან, ალკუბიერეს ძრავა შეიძლება აგებულ იქნეს ასეთი სახის კვანტური ეფექტებიდან გამომდინარე.[7][8]
ენერგია-მასის მოთხოვნები
რედაქტირებაგარკვეული სახის კვანტური უტოლობების თანახმად რომლებიც შემოთავაზებულ იქნა ლ.ჰ. ფორდის და ა.ტ. რომანის [9] მიერ უაღრესად დიდი რაოდენობის ენერგიაა საჭირო გამრუდებული ძრავებისათვის. მაგალითად, იმისათვის რომ შედარებით პატარა ზომის კოსმოსური ხომალდი ვამოძრაოთ ჩვენი გალაქტიკის მასშტაბებით საჭირო იქნება 1064 კგ მასის ექვივალენტური ენერგია, ეს კი მთელი რიგით მეტია ვიდრე მთელი სამყაროს მასა. თუმცა შეიძლება ამის საწინააღმდეგო კონტრარგუმენტებიც იქნეს შემოთავაზებული.[1]
კრის ვან დენ ბრუკმა ბელგიაში არსებული ლუვანის კათოლიკური უნივერსიტეტიდან 1999 წელს სცადა ამ საკითხების გადაწყვეტა.[10] მან შეძლო პატარა ატომების გადაადგილებისათვის საჭირო ენერგიის რაოდენობა ჩამოეყვანა მზის სისტემის მასის ექვივალენტურ ენერგიამდე, საამისოდ საჭირო გახდა ძრავის მიერ გადაადგილებადი „ბუშტის “ 3+1 განზომილებიანი ზედაპირის შეკუმშვა და ამავდროულად ბუშტის შიგნით არსებული სამგანზომილებიანი სივრცის გაფართოება. მოგვიანებით, სერგეი კრასნიკოვმა ცოტათი შეცვალა ვან დენ ბრუკის მეტრიკა და საჭირო ნეგატიური ენერგიის რაოდენობა შეამცირა რამდენიმე მილიგრამამდე.[1][11]
2012 წელს, ფიზიკოსმა ჰაროლდ უაიტმა და მისმა თანამშრომლებმა გამოაცხადეს რომ ეგზოტიკური მატერიის გეომეტრიის შეცვლით შესაძლებელია მასა-ენერგიის რაოდენობის შემცირება იუპირეტის მასიდან „ვოიაჯერ-1“ (700 კგ) [3] ხომალდის მასამდე მაკროსკოპული ზომის კოსმოსური ხომალდისათვის [12] და განაცხადეს რომ მათი მიზანია მცირე ზომის ცდას ჩატარება გამრუდებული ველების შესაქმნელად.[3] უაიტმა შემოგვთავაზა გამრუდებული ბუშტის ფორმის შეცვლა სფეროდან ტორუსამდე.[13][14] ამას გარდა, თუკი გამრუდებული სივრცის ინტენსიურობა შეიძლება დროთა განმავლობაში ირხეოდეს მაშინ საჭირო ენერგიის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება.[3] უაიტის თანახმად ეს იდეა შეიძლება გამოცდილ იქნეს მაიკელსონ-მორლის მოდიფიცირებული ინტერფერომეტრის გამოყენებით. ინტერფერომეტრის ერთ-ერთი ფეხი გამოჩნდეს ოდნავ განსხვავებული სიგრძისად როდესაც სატესტო მოწყობილობა იქნება აღგზნებული.[12]
მატერიის მოთავსება
რედაქტირებაკრასნიკოვმა ივარაუდა რომ თუკი ტაქიონური მატერიის პოვნა ან გამოყენება შეუძლებელი იქნება მაშინ ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს ხომალდის მოძრაობის ტრაექტორიის გასწვრივ მასების გადანაწილებით და მოძრაობაში მოყვანით იმგვარად რომ საჭირო ველი შექმნილ იქნეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ალკუბიერეს ძრავას არ შეეძლება გალაქტიკის გაუკვალავ გზებზე მოძრაობა. მას შეეძლება მხოლოდ უკვე შექმნილ გზებზე მოძრაობა, უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურით სარგებლობა. ბუშტის შიგნით მყოფი პილოტი მიზეზობრივად განცალკევებულია მისი კედლებისგან და არაფრის გაკეთება არ შეუძლია ბუშტის გარეთ. ასე რომ რაკი პილოტს არ შეუძლია მოძრაობის დროს ინფრასტრუქტურის შექმნა ბუშტის წინ ამიტომ ბუშტი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული პირველი მოძრაობის დროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვარსკვლავ ვეგასკენ (რომელიც 25 სინათლის წლის მანძილზეა დედამიწისგან) გასამგზავრებლად საჭიროა ყველაფრის წინდაწინ მოწყობა და ბუშტს მხოლოდ ამის მერე შეეძლება ამ ვარსკვლავისკენ გადაადგილება, მაგრამ ამ ყველაფრის მოწყობას 25 წელზე მეტი დასჭირდება.[6]
კულმა გამოთქვა ვარაუდი რომ ალკუბიერეს მსგავსი სქემები განუხორციელებელია რადგან მატერია კოსმოსური ხომალდის წინ გზაზე უნდა მოთავსდეს ზესინათლის სისწრაფით. ამიტომ მის თანახმად ალკუბიერეს ძრავის შესაქმნელად ისევ ალკუბიერეს ძრავა იქნება საჭირო. მაგრამ რაკი ჯერჯერობით ამ სახის ძრავის არსებობა არავის დაუმტკიცებია ამიტრომ მისი შექმნა შეუძლებელი იქენბა იმ შემთხვევაშიც კი თუ ალკუბიერეს მეტრიკა ფიზიკურად შესაძლებელი იქნება. კული ვარაუდობს რომ ეს და მსგავსი წინააღმდეგობა და დაბრკოლება ეხება ალკუბიერეს ძრავის შექმნის ნებისმიერ შემოთავაზებულ მეთოდს.[15]
გადარჩენა ბუშტის შიგნით
რედაქტირებახოზე ნატარიო 2002 წელს გამოქვეყნებულ მის ნაშრომში ამტკიცებდა რომ კოსმოსურ ხომალდს არ შეეძლებოდა სიგნალების გაგზავნა ბუშტის წინ, ეს კი იმას ნიშნავს რომ ეკიპაჟის წევრებს არ შეეძლებათ ხომალდის მართვა-მოხვევა და გაჩერება.[16]
უფრო მოგვიანებით კარლოს ბარსელომ, სტეფანო ფინაციმ და სტეფანო ლიბერატიმ გამოიყენეს კვანტური თეორია იმის საჩვენებლად რომ ალკუბიერეს ძრავა სინათლეზე სწრაფად სამოძრაოდ შეუძლებელია, ძირითადში იმიტომ რომ ჰოკინგის გამოსხივების მიერ გამოწვეული უკიდურესად მაღალი ტემპერატურა ბუშტის შიგნით გაანადგურებდა ყველაფერს ზესინათლის სიჩქარით მოძრაობისას და აგრეთვე გამოიწვევდა თავად ბუშტის არასტაბილურობას. ეს პრობლემები არ წარმოიშვება იმ შემთხვევაში თუკი ბუშტი იმოძრავებს ქვესინათლის სიჩქარით, მაგრამ ეგზოტიკური მატერია მაინც საჭიროა ბუშტის მუშაობისთვის ამ შემთხვევაშიც კი.[17]
დამაზიანებელი ეფექტები დანიშნულების ადგილას მიღწევისას
რედაქტირებაბრენდონ მაკმონიგალმა, ჯერაინტ ლუისმა და ფიპიპ ო’ბირნმა ივარაუდეს რომ როდესაც ალკუბიერეს ძრავით მოძრავი ხომალდი ზესინათლის სიჩქარიდან დაამუხრუჭებს ის ნაწილაკები რომლებიც ხომალდმა დააგროვა გათავისუფლდებიან ძლიერ ენერგეტიკული ანთებების სახით. კერძოდ, ბუშტის წინ მყოფი ნაწილაკების შემთხვევაში წარმოქმნილი ანთების ენერგია საკმარისი იქნება რომ ხომალდის დანიშნულების ადგილას ყველაფერი გაანადგუროს.[18][19]
კედლის სისქე
რედაქტირებაგაცილებით უფრო დიდი სიძნელეები წარმოიშვება ამ სახის პროპულსიისთვის საჭირო ეგზოტიკური მატერიის რაოდენობასთან დაკავშირებით. პფენინგის და ალენ ევერეტის თანახმად იმ გამრუდებული ბუშტს რომელიც სინათლეზე ათჯერ სწრაფად იმოძრავებს კედლების სისქე უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 10−32 მეტრისა. ეს პლანკის სიგრძესთან ახლოსაა რომელიც 1.6 × 10−35 მეტრს შეადგენს. ის ბუშტი რომელიც 200 მეტრი ზომის მაკროსკოპულ ხომალდს დაიტევდა მოითხოვდა იმდენ ენერგიას რომელიც დაკვირვებადი სამყაროს მასაზე 10 მილიარდჯერ მეტი იქნებოდა. ეგზოტიკური მატერიის გაჭიმვა უკიდურესაც თხელ, 10−32 სისქის ლენტად მიჩნეულია არაპრაქტიკულ საქმედ. მსგავსი შეზღუდველი ეხება აგრეთვე კრასნიკოვის ზესინათლის მაგისტრალსაც. ცოტა ხნის წინ კრის ვან დენ ბრუკმა შემოიღო ალკუბიერეს მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი. მას გაცილებით ნაკლები ეგზოტიკური მატერია სჭირდება, მაგრამ იგი მოითხოვს ხომალდის მოთავსებას გამრუდებულ დრო-სივრცის „ბოთლში“ რომლის ყელი 10−32 მეტრის ზომის იქნება. ეგრეთ წოდებული კოსმოსური სიმები რომლებიც წარმოდგენილნი არიან ზოგიერთ კოსმოლოგიურ მოდელში შეიცავენ ენერგიის მეტად დიდ სიმკვრივეს გრძელ, ვიწრო ხაზებში მაგრამ ფიზიკურად ყველა შესაძლებელ კოსმოსურ სიმს აქვს ენერგიის დადებითი სიმკვრივე (დრო-სივრცის გამრუდების დადებითი ეფექტები). ეს შედეგები გვიჩვენებს რომ ძალიან არარეალურია რომ ვინმეს შეეძლოს ალკუბიერეს გამრუდებული ძრავის შექმნა კვანტური ეფექტების მიერ გამოწვეული ეგზოტიკური მატერიის გამოყენებით.
ექსპერიმენტები
რედაქტირება2012 წელს ნასას ლაბორატორიამ გამოაცხადა რომ მათ შექმნეს ინტერფერომეტრი რომელიც როგორც ისინი აცხადებენ აღმოაჩენს სივრცულ დამახინჯებებს რომელსაც წარმოშობს ალკუბიერეს ძრავის მეტრიკის დრო-სივრცის შეკუმშვა და გაფართოება. ეს იქნა აღწერილი ჰაროლდ უაიტის ნაშრომში რომელიც ნასას Warp Field Mechanics 101-ში გამოქვეყნდა.[20][21]
სამეცნიერო ფანტასტიკაში
რედაქტირებასინათლეზე სწრაფი მოგზაურობა ხშირად გვხვდება ხოლმე სამეცნიერო ფანტასტიკაში. ძალიან ბევრი სახის სავარაუდო პროპულსიის მეთოდია ხოლმე შემოთავაზებული, თუმცა იგი ყოველთვის არ ეფუძნება ალკუბიერეს ძრავას ან რომელიმე ფიზიკურ თეორიას.
სატელევიზიო სერიალში ვარსკვლავური გზა გამოყენებულია ტერმინი „გამრუდებული ძრავა“ სინათლეზე სწრაფად გადაადგილების მეთოდის აღსაწერად. ალკუბიერეს თეორია და ყველა მისი მსგავსი არ არსებობდა როდესაც ეს სერიალი იქმნებოდა, მაგრამ ალკუბიერემ თავის წერილში უილიამ შატნერისადმი და აგრეთვე თავისი 1994 წლის ნაშრომის წყაროებში [22] მიუთითა რომ მისი თეორია სწორედ ამ სერიალში ნახსენები ტერმინით იქნა შთაგონებული.[23]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ფარდობითობის ზოგადი თეორიის ზუსტი ამოხსნები (ცოტა რამ ალკუბიერეს დრო-სივრცის გადაწყვეტილების შესახებ)
- კოსმოსური ხომალდის პროპულსია
- სინათლეზე სწრაფად
- კრასნიკოვის მილი
- უაიტ-ჯუდეის გამრუდებული ველის ინტერფერომეტრი
ლიტერატურა
რედაქტირება- Lobo, Francisco S. N.; & Visser, Matt (2004). „Fundamental limitations on 'warp drive' spacetimes“. Classical and Quantum Gravity. 21 (24): 5871–5892. arXiv:gr-qc/0406083. Bibcode:2004CQGra..21.5871L. doi:10.1088/0264-9381/21/24/011.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- Hiscock, William A. (1997). „Quantum effects in the Alcubierre warp drive spacetime“. Classical and Quantum Gravity. 14 (11): L183–L188. arXiv:gr-qc/9707024. Bibcode:1997CQGra..14L.183H. doi:10.1088/0264-9381/14/11/002.
- Berry, Adrian (1999). The Giant Leap: Mankind Heads for the Stars. Headline. ISBN 0-7472-7565-3. Apparently a popular book by a science writer, on space travel in general.
- T. S. Taylor, T. C. Powell, "Current Status of Metric Engineering with Implications for the Warp Drive," AIAA-2003-4991 39th AIAA/ASME/SAE/ASEE Joint Propulsion Conference and Exhibit, Huntsville, Alabama, 20–23 July 2003
- H. E. Puthoff, "SETI, the velocity-of-light limitation, and the Alcubierre warp drive: an integrating overview," Physics Essays 9, 156–158 (1996).
- Amoroso, Richard L. (2011) Orbiting the Moons of Pluto: Complex Solutions to the Einstein, Maxwell, Schrodinger & Dirac Equations, New Jersey: World Scientific Publishers; ISBN 978-981-4324-24-3, see Chap. 15, pp. 349–391, Holographic wormhole drive: Philosophical breakthrough in faster than light "Warp Drive" technology. (Amoroso claims to have solved problems of the Alcubierre metric such as need for large negative mass energy.)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The warp drive: hyper-fast travel within general relativity – ალკუბიერეს ორიგინალური ნაშრომი(PDF File)
- Problems with Warp Drive Examined დაარქივებული 2005-10-22 საიტზე Wayback Machine. – (PDF ფაილი)
- Marcelo B. Ribeiro's Page on Warp Drive Theory დაარქივებული 2012-04-07 საიტზე Wayback Machine.
- A short video clip of the hypothetical effects of the warp drive. დაარქივებული 2005-10-27 საიტზე Wayback Machine.
- The (Im) Possibility of Warp Drive (Van den Broeck)
- Reduced Energy Requirements for Warp Drive (Loup, Waite)
- Warp Drive Space-Time (González-Díaz)
- The Alcubierre Warp Drive: On the Matter of Matter (McMonigal, Lewis, O'Byrne) – (PDF File)
- Ideas Based On What We’d Like To Achieve. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-09. ციტირების თარიღი: 2013-07-10. ხსნის ამ კონცეფციას დილეტანტებისათვის
- Society for Scientific Exploration (SSE) Keynote address- სინათლეზე სწრაფად მოგზაურობა?
- Лаз во вселенную: объекты для сверхсветовых путешествий დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. – სინათლეზე სწრაფად მოგზაურობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ(რუსულად)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 S. Krasnikov (2003). „The quantum inequalities do not forbid spacetime shortcuts“. Physical Review D. 67 (10): 104013. arXiv:gr-qc/0207057. Bibcode:2003PhRvD..67j4013K. doi:10.1103/PhysRevD.67.104013.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Alcubierre, Miguel (1994). „The warp drive: hyper-fast travel within general relativity“. Classical and Quantum Gravity. 11 (5): L73–L77. arXiv:gr-qc/0009013. Bibcode:1994CQGra..11L..73A. doi:10.1088/0264-9381/11/5/001.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Warp Drive May Be More Feasible Than Thought, Scientists Say, Space.com
- ↑ Low, Robert J. (1999). „Speed Limits in General Relativity“. Classical and Quantum Gravity. 16 (2): 543–549. arXiv:gr-qc/9812067. Bibcode:1999CQGra..16..543L. doi:10.1088/0264-9381/16/2/016.
- ↑ Natario, Jose (2002). „Warp drive with zero expansion“. Classical and Quantum Gravity. 19 (6): 1157–1166. arXiv:gr-qc/0110086. Bibcode:2002CQGra..19.1157N. doi:10.1088/0264-9381/19/6/308.
- ↑ 6.0 6.1 S. Krasnikov (1998). „Hyper-fast travel in general relativity“. Physical Review D. 57 (8): 4760. arXiv:gr-qc/9511068. Bibcode:1998PhRvD..57.4760K. doi:10.1103/PhysRevD.57.4760.
- ↑ Krasnikov (2003), p.13, "Moreover, by analogy with the Casimir effect, it is reasonable to assume that ρ in such a wormhole will be large (∼L−4), which would relieve one of having to seek additional sources of exotic matter."
- ↑ Ford and Roman (1995), p.5, "...the Casimir effect may be useful as an illustration. Here one has a constant negative energy density..."
- ↑ L. H. Ford and T. A. Roman (1996). „Quantum field theory constrains traversable wormhole geometries“. Physical Review D. 53 (10): 5496. arXiv:gr-qc/9510071. Bibcode:1996PhRvD..53.5496F. doi:10.1103/PhysRevD.53.5496.
- ↑ Van den Broeck, Chris (1999). „A 'warp drive' with more reasonable total energy requirements“. Classical and Quantum Gravity. 16 (12): 3973–3979. arXiv:gr-qc/9905084. Bibcode:1999CQGra..16.3973V. doi:10.1088/0264-9381/16/12/314.
- ↑ Van den Broeck, Christian (2000). „Alcubierre's warp drive: Problems and prospects“. AIP Conference Proceedings. 504: 1105–1110. Bibcode:2000AIPC..504.1105V. doi:10.1063/1.1290913.
- ↑ 12.0 12.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-10. ციტირების თარიღი: 2013-07-10.
- ↑ White, Harold. Nasa Physicist. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2013-07-10.
- ↑ Paul Hoiland, Towards a more realistic Gravitomagnetic Displacement Drive, page 30, viXra.org, 11 November 2011.
- ↑ Coule, D. H. (1998). „No warp drive“ (PDF). Classical and Quantum Gravity. 15 (8): 2523–2537. Bibcode:1998CQGra..15.2523C. doi:10.1088/0264-9381/15/8/026. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 27 June 2007.
- ↑ Natário, José (2002). „Warp drive with zero expansion“. Classical and Quantum Gravity. 19 (6): 1157–1165. arXiv:gr-qc/0110086. Bibcode:2002CQGra..19.1157N. doi:10.1088/0264-9381/19/6/308.
- ↑ Finazzi, Stefano; Liberati, Stefano; Barceló, Carlos (2009). „Semiclassical instability of dynamical warp drives“. Physical Review D. 79 (12): 124017. arXiv:0904.0141. Bibcode:2009PhRvD..79l4017F. doi:10.1103/PhysRevD.79.124017.
- ↑ JASON MAJOR Warp Drives May Come With a Killer Downside Universe Today, 29 February 2012
- ↑ Brendan McMonigal, Geraint F. Lewis, and Philip O'Byrne The Alcubierre Warp Drive: On the Matter of Matter – see conclusion: "These results suggest that any ship using an Alcubierre warp drive carrying people would need shielding to protect them from potential dangerously blueshifted particles during the journey, and any people at the destination would be gamma ray and high energy particle blasted into oblivion due to the extreme blueshifts for P+ region particles."
- ↑ Roundup. Lyndon B. Johnson Space Center (July 2012). ციტირების თარიღი: 2013-10-01.
- ↑ Dr. Harold “Sonny” White. (09/30/2011) Warp Field Mechanics 101. NASA Johnson Space Center. ციტირების თარიღი: 01/28/2013.
- ↑ doi:10.1088/0264-9381/11/5/001
This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand - ↑ Shapiro, Alan. The Physics of Warp Drive English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 2 June 2013.