ალი ჰაიდარ კარაევი

ალი ჰაიდარ კარაევი (აზერ. Əliheydər Ağakərim oğlu Qarayev; დ. 20 ივლისი, 1896, ან 1894, შემახი — გ. 24 აპრილი, 1938) — აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა აზერბაიჯანის პოლიტიკური მოღვაწე. სოციალ-დემოკრატიული „ჰუმეტის“ ფრაქციის ლიდერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი.

ალი ჰაიდარ კარაევი
ალი ჰაიდარ კარაევი
პარტია ჰუმეტის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1919 – 1920

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი.
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ოქტომბერი, 1918 – 5 ნოემბერი, 1918

დაბადებული20 ივლისი, 1896
შემახი, თარგი:ქვეყნის მონაცემები აზერბაიჯანის დრ
გარდაცვლილი23 აპრილი, 1938 (41 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
მოქალაქეობა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
თარგი:ქვეყნის მონაცემები აზერბაიჯანის დრ
აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ
ეროვნებააზერბაიჯანელი
პოლიტიკური პარტიაჰუმეტი
განათლებანოვოჩერკასკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტი
პროფესიაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო შემახის რეალურ სასწავლებელსა და ბაქოს რუსულ სკოლაში. სწავლობდა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თუმცა სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხეს ინსტიტუტიდან. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, იყო შემახის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე.

1918 წლის ოქტომბერში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში აზერბაიჯანელთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. 1918 წლის 5 ნოემბრის, სხდომაზე მოითხოვა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება, რადგანაც არ იცოდა ქართული ენა და ვერ იღებდა მონაწილეობას კანონშემოქმედებითობაში, მისივე განცხადებით, არ უნდოდა მოეტყუებინა ის ადამიანები, ვინც პარლამენტის წევრად დაასახელა. 1919-1920 წლებში იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წევრი. სოციალ-დემოკრატიული ფრაქციას „ჰუმეტის“ ლიდერი. აზერბაიჯანის პარლამენტში ყოფნისას გამოირჩეოდა სომხეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების და დათმობის პოლიტიკის ლობირებით, რის გამოც, მმართველი „მუსავატის“ პარტია და მისი ლიდერები მოღალატედ მოიხსენიებდნენ.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის გასაბჭოებისას, ბოლშევიკთა მხარე დაიკავა და მალევე დაწინაურდა. იყო აზერბაიჯანის რევკომის წევრი, აზერბაიჯანულენოვანი გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი, შემდგომში გახდა შრომის სახალხო კომისარი, მოგვიანებით კი — სამხედრო და საზღვაო საქმეთა კომისარი. იყო ბაქოს ქალაქის აღმასკომის მდივანი. დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით. ბერიას რეკომენდაციითა და სტალინის ბრძანებით, როგორც შპიონაჟში ბრალდებული, დააპატიმრეს და დაახვრიტეს ბაქოში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 215.