ალი ნაზმი (ნამდვილი სახელი ალი მუჰამედ ოღლუ მამედზადე; აზერ. Əli Nəzmi; Əli Məhəmməd oğlu Məmmədzadə; დ. 1878, საროვი, თართარის რაიონი - 1 იანვარი, 1946, ბაქო) — აზერბაიჯანელი პოეტი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.

ალი ნაზმი
აზერ. Əli Nəzmi
სრული სახელი ალი მუჰამედ ოღლუ მამედზადე აზერ. Əli Məhəmməd oğlu Məmmədzadə
დაბადების თარიღი 1878
დაბადების ადგილი საროვი;თართარის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 1946
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ფსევდონიმი ბიქასი; ნაზმი
საქმიანობა პოეზია, ლიტერატურათმცოდნე
ენა აზერბაიჯანული
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ჟანრი სატირა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალი ნაზმი დაიბადა 1878 წელს ელიზავეტპოლის (განჯა) მახლობლად მდებარე სოფელ საროვში, ღარიბ ოჯახში. დაწყებითი განათლება მედრესეში მიიღო. შემდეგ სწავლობდა რუსულ-თათრულ სკოლაში. მამის გარდაცვალების შემდეგ მან დატოვა მშობლიური მიწა და მუშაობდა უზბეკეთის ქალაქებში: ბუხარასა და სამარყანდში ვაჭრის მაღაზიაში.

ალი ნაზმიმ კლასიკური აღმოსავლური ლიტერატურა ღრმად შეისწავლა. წერდა ლექსებს ფსევდონიმით „ბიკასი“. პირველი ლექსი „სოფლის დასაწყისი“ 1904 წელს გამოიცა. იგი აღიარებული იყო „მოლა ნასრედინის“ ლიტერატურული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლად. 1926-1931 წლებში ნაზმი იყო ჟურნალ „მოლა ნასრედინის“ მდივანი.

მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერა რამდენიმე სატირა: „ჰიტლერის ალიანსი ეშმაკთან“, „მგლის პროტესტი ღმერთის წინააღმდეგ“, „ჩემი სამშობლო“ და სხვა.

ალი ნაზმი თავისი სატირიკული ნაშრომებით მე-20 საუკუნის აზერბაიჯანული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის მირზა ალექპერ საბირის მემკვიდრედ ითვლება. ნაზმი იყო პირველი, ვინც შექსპირის „მეფე ლირი“ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა. ის იბრძოდა აზერბაიჯანული ენის სიწმინდისთვის, უპირისპირდებოდა პანთურქისტებსა და პანისლამისტებს.

გარდაიცვალა 1946 წლის 4 იანვარს ბაქოში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Sijimqulunamə. Bakı: Azərnəşr, 1927, 508 səh.
  • Bəlkə bu yaxşı oldu (şeirlər). Bakı: Azərnəşr, 1930, 42 səh.
  • Üç məşədi. Bakı: Azərnəşr, 1935, 79 səh.
  • Satira mərmiləri. Bakı: Azərnəşr, 1945, 74 səh.
  • Seçilmiş şerlər. Bakı: Azərnəşr, 1950, 130 səh.
  • Seçilmiş əsərləri. Bakı: Azərnəşr, 1959, 212 səh.
  • Şerlər. Bakı: Azərnəşr, 1963, 91 səh.
  • Seçilmiş şerlər, felyetonlar, məqalələr. Bakı: Yazıçı, 1979, 362 səh.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება