ალი აბდულ-ოღლუ ზულალოვი (აზერ. Əli Əbdül oğlu Zülalov; დ. 1893 — გ. 1963) — აზერბაიჯანელი საბჭოთა ოპერის მომღერალი (ლირიკული ტენორი). აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტი (1940).

ალი ზულალოვი
აზერ. Əli Zülalov

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1893
დაბ. ადგილი შუშა, ელიზოტპოლის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 18 თებერვალი, 1963 (69 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა ოპერის მომღერალი, ჰანენდე, მსახიობი
ალი ზულალოვი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ალი ზულალოვი დაიბადა 1893 წელს შუშის მაზრის ქალაქ შუშაში. 1898 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ალიზე და მის უმცროს ძმა გამბარზე მზრუნველობა ითავა მისმა ბიძამ აბდულბაგი ზულალოვმა (ბიულბიულჯანმა). 1914 წელს ალი ზულალოვი საცხოვრებლად გადადის ბაქოში და ვალიხანოვების მანუფაქტურასთან მდებარე მაღაზიაში იწყებს მუშაობას. ხელოვნებაში საკუთარი თავი პირველად 1918 წელს მოსინჯა. მისი დებიუტი შედგა უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერაში „არშინ მალ ალანი“, გიულჩოჰრას როლში. 1936 წელს ის აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიას ამთავრებს. 1938 წელს აბდულ-მუსლიმ მაგამედოვის ოპერაში „ნარგიზი“ მოლა მუთალიმის როლის შესრულებისათვის დაჯილდოვდა „ღირსების“ ორდენით. 1940 წელს ალი ზულალოვს მიენიჭა აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული არტისტის წოდება.[1] 1956 წელს იყო მ. ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. გარდაიცვალა ბაქოში, 1963 წლის 10 იანვარს.

  1. Его исполнение отметил сам Сталин… დაარქივებული 2016-11-04 საიტზე Wayback Machine. . Нилуфар Гасанкызы. Вышка. 13.03.2002, № 13