ალიშ ჯამილ ოღლუ ლამბარანსკი (აზერ. Əliş Cəmil oğlu Ləmbəranski: დ. 10 მაისი, 1914 წელი, ლანბარანი, ბარდას ოლქი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 1 მაისი, 1999 წელი, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე და ბაქოს მერი.[1]

ალიშ ჯამილ ოღლუ ლამბარანსკი
აზერ. Əliş Cəmil oğlu Ləmbəranskiy
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1914
დაბ. ადგილი ლანბარანი, ბარდას ოლქი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 1 მაისი, 1999 (84 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
მოქალაქეობა აზერბაიჯანი
საქმიანობა ინჟინერი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემია
მამა Jamil bey Lemberanskiy
ჯილდოები State Stalin Prize, 3rd degree, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია

ბიოგრაფია რედაქტირება

ალიშ ლემბერანსკი დაიბადა 1914 წლის 10 მაისს ბარდაში, აზერბაიჯანი. მან დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემიის ნავთობსაბადო ფაკულტეტი. 27 წლის ასაკში ლემბერანსკი დაინიშნა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად. დიდი სამამულო ომის დროს ის ნებაყოფლობით წავიდა ომში. 1943 წლის დასაწყისში ლემბერანსკი მძიმედ დაიჭრა ბრძოლაში.[2] ამის შემდეგ ის დაბრუნდა ბაქოში და მუშაობა დაიწყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. საწვავის მოპოვებაში წარმატებული მუშაობისთვის მას სტალინის მედალი გადასცეს.

ამის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების გაერთიანებას Azpetrolplants. მოგვიანებით ლამბარანსკი დაინიშნა ბაქოს მერად. ეს თანამდეგობა მას 1958 წლიდან 1966 წლამდე ეკავა.[3] შემდეგ ის გახდა ბაქოს მთავარი ინჟინერ/არქიტექტორი. 1959 წელს ლემბერანსკი დაინიშნა ბაქოს ეროვნული დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

ალიშ ლემბერანსკის ინიციატივით ბაქოში აშენდა მრავალი კულტურული ობიექტი და საცხოვრებელი სახლი. ასევე დაირგო ხეები და ბუჩქები, შეიქმნა ახალი პარკები და სკვერები. ბაქოს ბულვარი საფუძვლიანად განახლდა და გაფართოვდა.[4]

1964 წელს დაინიშნა მოსკოვში მიკრობიოლოგიური ინდუსტრიის მთავარი ოფისის უფროსის მოადგილედ. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ბაქოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საცხოვრებლის ნაკლებობა იყო. 1969 წელს ჰეიდარ ალიევი გახდა რესპუბლიკის გუბერნატორი და ლემბერანსკის შესთავაზა რესპუბლიკაში მშენებლობის ხელმძღვანელობა. სიტუაციის შესაცვლელად და საბინაო პრობლემების გადასაჭრელად ლამბარანსკიმ შეკრიბა ქალაქის ლიდერებისგან შემდგარი გუნდი და მალევე შეიმუშავა საბინაო პრობლემის გადაჭრის გეგმა. მისი გეგმა იყო „მიკრორეგიონების“ შექმნა კომუნალური და სათამაშო მოედნებით. მან ასევე გააფართოვა ბაქოს ქუჩები და ძველი ტრამვაი ტროლეიებითა და მოტორიანი ავტობუსებით ჩაანაცვლა. ძველი, ერთსართულიანი შენობები დაანგრიეს, რათა ადგილი ყოფილიყო ახალი შენობებისთვის.

მის მიერ განხორციელებული სამშენებლო პროექტების სიაში შედის რესპუბლიკის სასახლე, გულუსტანის სასახლე, ოპერისა და ბალეტის თეატრი (როდესაც ის დაიწვა), აზერბაიჯანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, ბაქოს კონდიციონერების ქარხანა, ღრმა წყლის ზღვის ქარხანა, სახელმწიფო ცირკი, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის შენობა, მუსიკალური კომედიის თეატრი, მწვანე თეატრი და სხვა.

1970 წელს ალიშ ლემბერანსკი გახდა აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე. იგი ხელმძღვანელობდა რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას, მათ შორის, საყოფაცხოვრებო კონდიციონერების ქარხნის მშენებლობას ბაქოში.

ალიშ ლემბერანსკმა დაიწყო ბაქოში პირველად სკამების წარმოება. სკამები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ცნობილმა აზერბაიჯანელმა კომპოზიტორმა ტოფიგ გულიევმა, შექმნა კომპოზიცია სახელწოდებით ,,ბაქოს სკამები".

ლამბარანსკი მალევე გახდა პატივსაცემი პიროვნება ბაქოში. მას პატივისცემით და სიყვარულით ეძახდნენ „ჩვენს მერს“ ჩვეული წოდების, „ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების თავმჯდომარეს“ ნაცვლად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Лучший мэр Баку- Алиш Лемберанский“. trend.az. 10 May 2009.
  2. „Лемберанский Алиш Джамилевич - легендарный мэр Баку“. Наш Баку. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-15. ციტირების თარიღი: 2021-10-26.
  3. The Architectural Face of Modern Baku. Profile: Alish Lambaranski by Azad Sharifov. Azerbaijan International. Winter 1998, #6.4
  4. „The Architectural Face of Modern Baku“. Azerbaijan International.

[[]