ალის დედაღვთისაარქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ჩრდილოეთით 800 მეტრზე, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9X6,2 მეტრი), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ერთი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე - ჩრდილოეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზის სიგანისაა და მისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით.

ალის დედაღვთისა

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17722