ალვა ბელმონტი
ალვა ერსკინ ბელმონტი (ინგლ. Alva Erskine Belmont; დ. 17 იანვარი, 1853 — გ. 26 იანვარი, 1933) — ამერიკელი საარჩევნო უფლების აქტივისტი. გამოჩენილი მულტიმილიონერი და ამერიკელი ქალთა საარჩევნო უფლებების მოძრაობის მთავარი ფიგურა, გამოირჩეოდა თავისი ენერგიით, ინტელექტით, ძლიერი მოსაზრებებით.
ალვა ბელმონტი | |
---|---|
ალვა ბელმონტი 1922 წელს | |
დაბადების სახელი | ალვა ერსკინ ბელმონტი |
დაბადების თარიღი |
17 იანვარი, 1853 მობილი, ალაბამა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
26 იანვარი, 1933 (80 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ამერიკელი |
მეუღლე(ები) |
უილიამ ვანდერბილტი (1875-1895) ოლივერ ბელმონტი (1896-1908) |
შვილ(ებ)ი | 3 |
1909 წელს მან დააარსა პოლიტიკური თანასწორობის ლიგა, რათა მიეღო ხმები საარჩევნო უფლების მხარდამჭერი ნიუ-იორკის შტატის პოლიტიკოსებისთვის, დაწერა სტატიები გაზეთებისთვის და შეუერთდა ამერიკის ქალთა ხმის უფლებათა ეროვნულ ასოციაციას (NAWSA). მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა საკუთარი პოლიტიკური თანასწორობის ლიგა, რათა მოეძია ფართო მხარდაჭერა საარჩევნო უფლებისთვის ნიუ-იორკის უბნებში. როგორც მისი პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში 1912 წლის ქალთა ხმების აღლუმის განყოფილებას. 1916 წელს ის იყო ქალთა ეროვნული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოაწყო პირველი აქცია, რომელიც ოდესმე გამართულა თეთრი სახლის წინ, 1917 წლის იანვარში. იგი აირჩიეს ქალთა ეროვნული პარტიის პრეზიდენტად, ეს თანამდებობა მას გარდაცვალებამდე ეკავა.
ის ორჯერ იყო დაქორწინებული, ჯერ უილიამ კისამ ვანდერბილტზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა, ხოლო მეორეჯერ ოლივერ აზარ პერი ბელმონტზე; ალვა ცნობილი იყო თავისი მრავალი სამშენებლო პროექტის განხორციელებით, მათ შორისაა: პეტი შატო ნიუ-იორკში; მარმარილოს სახლი ნიუპორტში, როდ-აილენდში; ბელმონტის სახლი ნიუ-იორკში; ბრუკჰოლტი ლონგ-აილენდში; და Beacon Towers სანდპოინტში, ნიუ-იორკში .
„თანაბარი ანაზღაურების დღეს“, 2016 წლის 12 აპრილს, ბელმონტს მიენიჭა პატივი როცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ააგო ბელმონტ-პოლ ქალთა თანასწორობის ეროვნული ძეგლი ვაშინგტონში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაალვა ერსკინ სმიტი დაიბადა 1853 წლის 17 იანვარს, 201 მთავრობის ქუჩაზე, მობილში, ალაბამაში, კომისიის მოვაჭრე მიურეი ფორბს სმიტისა და ფიბი ენ დეშას ოჯახში. მიურეი სმიტი იყო ჯორჯ სმიტის და დელია ფორბსის ვაჟი დუმფრისიდან, ვირჯინიადან. ფიბი დეშა იყო აშშ-ს წარმომადგენლის რობერტ დეშასა და ელეონორ შელბის ქალიშვილი, ორივე წარმოშობით ტენესის შტატის სამნერის ოლქიდან იყვნენ. [1]
ალვა ექვსი შვილიდან ერთი იყო. მისი ორი და, ალისა და ელეონორა, ორივე გარდაიცვალა ბავშვობაში მის დაბადებამდე. მისი ძმა, მიურეი ფორბს სმიტი გარდაიცვალა 1857 წელს და დაკრძალეს მაგნოლიას სასაფლაოზე, მობილში. ორი სხვა და, არმიდ ვოგელ სმიტი და მერი ვირჯინია ჯენი სმიტი, იყვნენ მისი ერთადერთი დები, რომლებიც სრულწლოვან ასაკამდე გადარჩნენ. ჯენი პირველად დაქორწინდა ფერნანდო იზნაგაზე, ალვას ბავშვობის საუკეთესო მეგობრის, კონსუელო იზნაგას, მანჩესტერის ჰერცოგინიას ძმაზე. 1886 წელს ფერნანდოსთან განქორწინების შემდეგ ჯენი დაქორწინდა უილიამ ჯორჯ ტიფანისთან. [2] [3]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასმიტის საუკეთესო მეგობარმა, კონსუელო იზნაგამ ბელმონტს გააცნო უილიამ კისემ ვანდერბილტი. 1875 წლის 20 აპრილს უილიამმა და ალვამ კელვარის ეკლესიაში, ნიუ-იორკში იქორწინეს.
წყვილს სამი შვილი შეეძინა:
- კონსუელო ვანდერბილტი (დ. 2 მარტი, 1877 – გ. 6 დეკემბერი, 1964 წ.)
- უილიამ კისამ ვანდერბილტ II (დ. 26 ოქტომბერი, 1878 – გ. 8 იანვარი, 1944)
- ჰაროლდ სტერლინგი ვანდერბილტი (დ. 6 ივლისი, 1884 – გ. 4 ივლისი, 1970)
მეორე ქორწინება
რედაქტირებაალვა ვანდერბილტმა საზოგადოება შოკში ჩააგდო 1895 წლის მარტში, როდესაც გაშორდა თავის მოღალატე ქმარს. იმ დროს განქორწინება იშვიათი იყო ელიტაში და განქორწინების შედეგად მიიღო დიდი ფინანსური დახმარება, რომელიც, როგორც ამბობენ, 10 მილიონ დოლარზე მეტი იყო. ის იმ დროს უკვე ფლობდა მარმარილოს სახლს.
ალვა 1896 წლის 11 იანვარს ოლივერ აზარ პერი ბელმონტზე, მისი ყოფილი ქმრის ერთ-ერთ ძველ მეგობარზე დაქორწინდა. [4] ოლივერი ვანდერბილტების მეგობარი იყო 1880-იანი წლების ბოლოდან და უილიამივით იყო იახტინგისა და ცხენოსნობის დიდი მოყვარული. ის მათ ახლდა სულ მცირე ორ ხანგრძლივ მოგზაურობაში. წერენ, რომ როგორც ჩანს, ბევრისთვის ცხადი იყო, რომ მას და ალვას ერთმანეთი მოსწონდათ 1889 წელს ერთად მოგზაურობის შემდეგ. ის იყო ავგუსტ ბელმონტის ვაჟი, წარმატებული ებრაელი საინვესტიციო ბანკირის და ქეროლაინ პერის, კომოდორ მეთიუ კალბრით პერის ქალიშვილი. [5] ოლივერი მოულოდნელად გარდაიცვალა 1908 წელს. [6]
გვიანი სიცოცხლე და გარდაცვალება
რედაქტირება1920-იანი წლების დასაწყისიდან ის უმეტესი დროის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, რათა ქალიშვილ კონსუელოსთან ყოფილიყო. მან აღადგინა მე-16 საუკუნის შატო დ'ოჟერვილი და მას საცხოვრებლად იყენებდა. პოლთან ერთად მან ჩამოაყალიბა ქალთა ეროვნული პარტიის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და საზღვარგარეთ ამერიკელ ქალთა დამხმარე ორგანიზაცია.მას 1932 წლის გაზაფხულზე ინსულტის შეტევა ჰქონდა, რამაც ნაწილობრივ პარალიზებული დატოვა და 1933 წლის 26 იანვარს ბრონქისა და გულის დაავადებებისგან პარიზში გარდაიცვალა [7] . იგი დაკრძალულია ოლივერ ბელმონტთან ერთად ბელმონტის მავზოლეუმში ვუდლაუნის სასაფლაოზე, ბრონქსში, ნიუ-იორკში, რისთვისაც მხატვარმა ჰელენ მეიტლანდ არმსტრონგმა შექმნა რენესანსის შთაგონებით მოხატული მინის ფანჯრების ჩასასვენებლები. [8]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Lasch, Christopher. "Alva Erskine Smith Vanderbilt Belmont," in Edward James, ed., Notable American Women (1971)
- The Vanderbilt Women: Dynasty of Wealth, Glamour and Tragedy Clarice Stasz. New York, St. Martin's Press, 1991; iUniverse, 2000.
- Fortune's Children: The Fall of the House of Vanderbilt Arthur T Vanderbilt. Morrow, 1989.
- Consuelo and Alva Vanderbilt: The Story of a Daughter and a Mother in the Gilded Age. Amanda Mackenzie Stuart. New York: Harper Collins, 2005.
- The Barons of Newport: A Guide to the Gilded Age. Terrence Gavan. Newport: Pineapple Publications, 1998. ISBN 0-929249-06-2
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლონგ აილენდის აჯანყებულები ნიუ-იორკიდან
- ქალები ფილანტროპიაში
- 75 სუფრაჟისტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Patterson, Jerry E. The Vanderbilts., pages 120–121. New York: H.N. Abrams, 1989. ISBN 0-8109-1748-3
- ↑ „Society at Home and Abroad“ (PDF). The New York Times. October 28, 1906. ციტირების თარიღი: February 17, 2012.
- ↑ „Married Very Quietly“ (PDF). The New York Times. July 22, 1888. ციტირების თარიღი: February 17, 2012.
- ↑ „To Wed O. H. P. Belmont. She Is the Divorced Wife of William K. Vanderbilt and the Mother of the Duchess of Marlborough, Whose Recent Wedding Was at Great Social Event. Mr. Belmont Is the Son of the Late August Belmont and Is Himself a Divorced Man. Date of the Domestic Infelicity. Objected to Nights Ashore. Groom to Be Is Popular in Society“. Chicago Tribune. January 3, 1896. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 6, 2012. ციტირების თარიღი: May 28, 2011. ციტატა: „Mrs. Alva S. Vanderbilt announced to her friends today that she is engaged to be married to Oliver Belmont.“
- ↑ Patterson, Jerry E. The Vanderbilts., pages 146-148. New York: H.N. Abrams, 1989. ISBN 0-8109-1748-3
- ↑ „Mrs. O.H.P. Belmont Dies at Paris Home“. The New York Times. January 26, 1933. ციტირების თარიღი: December 9, 2010. ციტატა: „Shock Suffered Last Spring. Complicated by Bronchial and Heart Ailments. Society Leader was 80. Former Wife of W. K. Vanderbilt. Long Held Sway in New York and in Newport Colony“"Mrs. O.H.P. Belmont Dies at Paris Home". The New York Times. January 26, 1933. Retrieved December 9, 2010.
Shock Suffered Last Spring. Complicated by Bronchial and Heart Ailments. Society Leader was 80. Former Wife of W. K. Vanderbilt. Long Held Sway in New York and in Newport Colony
- ↑ „Mrs. Belmont Dies at 80 in Paris Home“. Chicago Daily Tribune. January 26, 1933. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 28, 2011. ციტირების თარიღი: December 9, 2010. ციტატა: „Mrs. Oliver H. P. Belmont, leader of New York's '400' for a period of many years before and after the turn of the century, died today at her residence here. She was 80 years old. ...“
- ↑ Viens, Katheryn. Belmont, Alva Erskine Smith Vanderbilt. American National Biography Online. ციტირების თარიღი: January 3, 2008