ალეშ ჰრდლიჩკა (ჩეხ. Aleš Hrdlička; დ. 29 მარტი, 1869, ჰუმპოლეცი, ჩეხოსლოვაკია — გ. 5 სექტემბერი, 1943, ვაშინგტონი) — წარმოშობით ჩეხი, ამერიკელი ანთროპოლოგი.

ალეშ ჰრდლიჩკა
დაბ. თარიღი 30 მარტი, 1869(1869-03-30)[1] [2]
დაბ. ადგილი ჰუმპოლეცი[3] [4]
გარდ. თარიღი 5 სექტემბერი, 1943(1943-09-05)[5] [6] [7] [8] [9] [3] [4] (74 წლის)
გარდ. ადგილი ვაშინგტონი
მოქალაქეობა  ბოჰემიის სამეფო
საქმიანობა ანთროპოლოგი[3] , ექიმი და პათოლოგანატომი
მუშაობის ადგილი ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი
ჯილდოები მასარიკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[10]

1910-1942 წლებში იყო ვაშინგტონის აშშ-ს ეროვნული მუზეუმის ფიზიკური ანთროპოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ანთროპოლოგთა ამერიკული ასოციაციის და „ფიზიკური ანთროპოლოგიის ამერიკული ჟურნალის“ (1918) დამაარსებელი..[11] მისი ძირითადი შრომები ეხება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ამერიკული კონტინენტის პირველად დასახლების პრობლემებს. მრავალწლიანი ექსპედიციების გზით შეისწავლა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ინდიელთა სხვადასხვა ტომი, აგრეთვე ალეუტის და კომანდორის კუნძულების მოსახლეობა, რითაც დაადასტურა ჩრდილოეთ ამერიკის ძირეული მოსახლეობის აზიური წარმოშობის თეორია. 1927 წელს წამოაყენა თეორია რომლის მიხედვითაც კაცობრიობამ მთელი თავისი ევოლუციურ განვითარებაში ნეანდერტალელთა სტადია განვლო.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება