ალექსი პროხოროვი
ალექსი ნიკოლოზის ძე პროხოროვი (დ. 19 იანვარი, 1923, სოფ. როჟდესტვენსკოე, ახლანდ. ვორონეჟის ოლქი — გ. 27 მაისი, 2002, მოსკოვი, რუსეთი) — ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი (19 აპრილი, 1945 და 29 ივნისი, 1945), პოლკოვნიკი (1957). სკკპ წევრი 1943 წლიდან. საბჭოთა არმიაში ოყო 1940 წლიდან. დაამთავრა ბალაშოვის სამხედრო საავიაციო სკოლა (1942) და სამხედრო-საავიაციო აკადემია (ახლა ი. გაგარინის სახელობისა) (1950). დიდი სამამულო ომის (1941–1945) დროს იბრძოდა ჯერ ლენინგრადის, შემდეგ კი ბელარუსის მე-3 ფრონტებზე (1943–1945). იყო მფრინავი, რგოლის მეთაური, ესკადრილიის მეთაური (მე-15 გვარდიის მოიერიშე საავიაციო პოლში). მოახდინა 238 საბრძოლო გადაფრენა. ომის შემდეგ პასუხსაგებ თანამდებობაზე იყო სამხედრო-საჰაერო ძალებში. 1967 წლიდან ეწეოდა პედაგოგურ მოღვაწეობას. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 7 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 221.