ალექსი მაჭავარიანის ქუჩა

ალექსი მაჭავარიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი), დიმიტრი ბაქრაძისა და ვასილ ბარნოვის ქუჩებს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია, როგორც არაგვის შესახვევი. 20-იან წლებში ქუჩა გახდა. 2007 წელს ალექსი მაჭავარიანის სახელი ეწოდა.

ალექსი მაჭავარიანის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები არაგვის შესახვევი

ლიტერატურა

რედაქტირება