ალექსი დონაური
ალექსი პეტრეს ძე დონაური (რუს. Алексей Петрович Донауров; დ. 12 თებერვალი, 1830, სანქტ-პეტერბურგი — გ. 3 აპრილი, 1897, სანქტ-პეტერბურგი) — წარმოშობით ქართველი რუსი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.
ალექსი დონაური | |
---|---|
დაბადების თარიღი | 12 თებერვალი, 1830[1] |
დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, |
გარდაცვალების თარიღი | 3 აპრილი, 1897[2] (67 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
წოდება | გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი (რუსეთის იმპერია) |
ბრძოლები/ომები | |
ჯილდოები |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებადონაურები, კახეთის ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები, ვახტანგ VI-ის ამალასთან ერთად წავიდნენ რუსეთში. მათი გვარი - დონაუროვები - შეტანილია ყაზანისა და სანკტ-პეტერბურგის გუბერნიების დიდგვაროვანი ოჯახების გენეალოგიურ წიგნში.
ალექსი დონაური დაიბადა 1830 წლის 12 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგში. ის იყო სახელმწიფო მოხელის, ვლადიმირისა და სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის, პეტრე მიხეილის ძე დონაურის ვაჟი.
ალექსი დონაურმა 1848 წელს დაამთავრა ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი. ოფიცრის პირველი წოდება მიიღო 1848 წლის 13 ივლისს. 1849 წელს დააწინაურეს პოდპორუჩიკად. 1850 წლის 28 მაისიდან იყო იზმაილის პოლკის ლაიბ-გვარდიის ოფიცერი. მონაწილეობდა 1853-1856 წლების ყირიმის ომსა და 1858-1864 წლების ლაშქრობებში. 1861 წლის 23 აპრილიდან იყო ფლიგელ-ადიუტანტი იმპერატორ ალექსანდრე II-ის კარზე. 1864 წლის 1 იანვარს ლაიბ-გვარდიის იზმაილის პოლკში მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი. 1867 წლის 12 თებერვლიდან დაინიშნა 91- ქვეითი დვინის პოლკის მეთაურად. 1872 წლის 16 აპრილს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. ამ დროისთვის მას ეკავა 24-ე ქვეითი დივიზიის მეთაურის პოსტი. 1876 წლის 1 მაისიდან იყო მე-18 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის ხელმძღვანელი. მონაწილეობადა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომში. ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენთან ერთად, დააჯილდოვეს მახვილებით (1878) და ოქროს ხმლით წარწერით „სიმამაცისთვის“ (1879). 1877 წლის სექტემბრიდან - 1878 წლის იანვრამდე იყო რუმინეთის ქალაქ კონსტანცას სამხედრო მეთაური და კომენდანტი. 1879-1881 წლებში ხელნძღვანელობდა მე-17 ქვეითი დივიზიის 1-ლ ბრიგადას. 1885 წელს იყო მე-13 ქვეითი დივიზიის პირველი ბრიგადის მეთაური; სამხედრო სამსახურიდან გადადგა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტის ჩინით (1888).
გადადგომის შემდეგ ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში. გარდაიცვალა 1897 წლის 3 აპრილს. დაკრძალულია იქვე, ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.
ჯილდოები
რედაქტირება- 1856 წელს დააჯილდოვეს წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით
- 1859 წელს დაიმსახურა წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი
- 1868 წელს დაჯილდოვდა წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი
- 1874 წელს მიენიჭა წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი
- 1878 წელს დაიმსახურა წმ. წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი
- 1883 წელს დაჯილდოვდა წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენით
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.480.
- Кульбака Н., История дворянского рода Донауровых. – М., 2013. сс. 54–57.