ალექსი ალექსის ძე ბორისიაკი (რუს. Алексей Алексеевич Борися́к) (დ. 3 აგვისტო [ ძვ. სტ. 22 ივლისი] 1872, რომნი — გ. 25 თებერვალი , 1944, მოსკოვი) — რუსი და საბჭოთა პალეონტოლოგი და გეოლოგი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929 წევრ-კორესპონდენტი 1921).

ალექსი ბორისიაკი
დაბ. თარიღი 22 ივლისი (3 აგვისტო), 1872
დაბ. ადგილი რომნი[1]
გარდ. თარიღი 25 თებერვალი, 1944(1944-02-25)[1] (71 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[1] [2]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი და პალეონტოლოგი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი, Paleontological Institute, Russian Academy of Sciences[2] , მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გეოლოგიური კომიტეტი[2]
ალმა-მატერი სამთო ინსტიტუტი[3]
ჯილდოები სტალინური პრემია[2]

1896 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი და 1932 წლამდე მუშაობდა გეოლოგიის კომიტეტში. 1911—1930 წლებში ლენინგრადის სამთო ინსტიტუტის პროფესორი და ისტორიული გეოლოგიის კათედრის გამგე. 1939—1942 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეონტოლოგიის კათედრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 1930—1944 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ბორისიაკი სათავეში ედგა ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის საბჭოთა სკოლას. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ფაციესების შესწავლას. ზოგადი პალეონტოლოგიის საკითხებს, იურულ მოლუსკებს, ხერხემლიანთა და განსაკუთრებით ძუძუმწოვართა პალეონტოლოგიას.

ლიტერატურა

რედაქტირება