ირინე ალექსიძე
ირინე ალექსიძე
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსიძე, ირინე)
ირინე ალექსანდრეს ასული ალექსიძე (დ. 21 იანვარი, 1914, თბილისი — გ. 21 თებერვალი, 1996) — ქართველი ბალერინა. საქართველოს სახალხო არტისტი (1960).
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის საბალეტო სტუდია. 1939 წელს მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1941 წელს თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1944-1961 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. ალექსიძის შესრულებას ახასიათებდა დამაჯერებლობა, დრამატული სიმძაფრე, ემოციურობა. როლები: ჯავარა (დ. თორაძის „გორდა“, სახელმწიფო პრემია, 1951), ნიავი (გ. კილაძის „სინათლე“), მანიჟე (ა. ბალანჩივაძის "მთების გული“), ზოია რუხაძე (დ. თორაძის „მშვიდობისათვის“) და სხვა. დაჯილდოებულია ორი ორდენითა და მედლით.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1950 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1951 — სსრკ სახელმწიფო პრემია ჯავარას როლისთვის (თორაძის „გორდა“)
- 1960 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
ლიტერატურა
რედაქტირება- გვარამაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 303.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირინე ალექსიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ირინე ალექსიძე[მკვდარი ბმული] — „დურუჯი“. 1 დეკემბერი. 2018. №9 (127) გვ. 7