ოთარ ალექსიშვილი
ოთარ იასონის ძე ალექსიშვილი (დ. 30 მარტი, 1914, თბილისი ― გ. 6 სექტემბერი, 1974, იქვე) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1970).
ოთარ ალექსიშვილი |
---|
ბიოგრაფია
რედაქტირება1934 წელს დაამთავრა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1934–1940 წლებში მუშაობდა მოსკოვის მეიერხოლდის სახელობის და გორკის სახელობის სამხატვრო თეატრებში რეჟისორ-სტაჟიორად, 1940–1972 წლებში ― დამდგმელ რეჟისორად საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1965–1968 წლებში იყო ჭიათურის, 1968 წლიდან გორის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1972 წლიდან იყო თბილისის ტელესტუდიის რეჟისორი. ალექსიშვილის მნიშვნელოვანი დადგმებია: გ. ხუხაშვილის „ცხოვრება კაცისა“, ს. შალიკაშვილის „უნიადაგონი“, ბ. ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია“, ბ. ლავრენიოვის „რღვევა“, ნ. ვირტას „თვალუწვდენელი სივრცეები“ და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1970 — საქართველოს სახალხო არტისტი[1]
- მედალი „მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1941-1945 წწ.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 303.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1970. №10. გვ. 460