ალექსანდრ პიპერსკი
ალექსანდრ პიპერსკი (რუს. Алекса́ндр Че́дович Пипе́рски; დ. 9 ოქტომბერი, 1989, მოსკოვი) — რუსი ენათმეცნიერი ლინგვისტიკის პოპულარიზატორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერ-თანამაშრომელი და უფროსი მასწავლებელი.
ალექსანდრ პიპერსკი | |
---|---|
რუს. Александр Чедович Пиперски | |
დაბ. თარიღი | 9 ოქტომბერი, 1989 (35 წლის) |
დაბ. ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა | რუსეთი |
საქმიანობა | მეცნიერების პოპულარიზატორი, რედაქტორი, ენათმეცნიერი, research fellow და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | Faculty of Humanities, Institute of Linguistics, Russian State University for the Humanities და Russian Presidential Academy of National Economy and Public Administration |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და academic aspirant |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი და ხელოვნების მაგისტრი |
ნათესავ(ებ)ი | Arkady Galinsky და Irina Galinskaya |
ჯილდოები | Enlightener Prize |
პრემია „პროსვეტიტელ“-ის 2017 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ჰუმანიტარული მეცნიერებები“.
ალექსანდრ პიპერსკი არის პრემია „პროსვეტიტელ“-ის („განმანათლებელი“) ლაურეატი ნომინაციაში „ჰუმანიტარული მეცნიერებები“ (2017).
სამეცნიერო-პოპულარიზატორული მოღვაწეობა
რედაქტირება- სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ავტორი ენათმეცნიერებისა და ხელოვნური ენების სხვადასხვა თემებზე.
- 2017 წელს გამოვიდა „ენების კონსტრუირება, ესპერანტოდან დოთრაკის ენამდე“.
ოჯახი
რედაქტირება- ბაბუა — არკადი გალინსკი (რუს. Аркадий Романович Галинский), საბჭოთა და რუსი სპორტული ჟურნალისტი, კომენტატორი, ტელეწამყვანი, სპორტის ანალისტიკოსი.
- ბებია — ირინა გალინსკაია (შმარუკი) (რუს. Ирина Львовна Галинская), ცნობილი რუსი ლიტერატურათმცოდნე.
- დედა — ელენა გალინსკაია (რუს. Елена Аркадьевна Галинская), ფილოლოგი, მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი.
- მამა — ჩედა პიპერსკი (დ. სოფელ საკულში, სამხრეთ-ბანატის ოლქი, სერბია).
პუბლიკაციები
რედაქტირება- Александр Пиперски. Конструирование языков. От эсперанто до дотракийского. (ენების კონსტრუირება. ესპერანტოდან დოთრაკიმდე) — М.: Альпина нон-фикшн, 2017. — გვერდი 223. — ISBN 9785916716351.
- Максим Кронгауз, Александр Пиперски, Антон Сомин. Сто языков. Вселенная слов и смыслов. (ასი ენა. სიტყვებისა და აზრების კოსმოსი) — М.: АСТ, 2018. — გვერდი 224. — ISBN 9785171046965.
საჯარო-პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა
რედაქტირება- ალექსანდრ პიპერსკის საჯარო გამოსვლების სატელევიზიო ჩანაწერები თემების მიხედვით.
- „გერმანიკული ენებისა და გერმანიკული წარმოშობის ხალხთა კლასიფიკაცია“
- „გერმანიკული ენები“
- „სუსტი და ძლიერი ზმნები გერმანიკულ ენებში“
- „გრიმის კანონი გერმანიკულ ენებში“
- „ძველი ზემოგერმანული ენა“
- „გოთური ენა“
- „ძველინგლისური ენა“
- „რუსენორსკი“
- „რედუპლიკაცია რუსულ ენაში“
- „სრულ- და უსრულასპექტიანი ზმნები“
- „ესპერანტო“
- „რიცხვითი სახელი ხელოვნურ ენებში“
- „მანქანური თარგმანი, ეროტიკულ თარგმანთა კორპუსი და ფემინიტივები“
- „რატომ იგონებენ ადამიანები ენებს?“
- „როგორ ჩნდება ხალხთა სახელდებები?“
- „რა ხდება რუსულ ენაში ამწუთას?“
- „შეთანხმებები ენაში - Bed and breakfast, rock’n’roll, Stars and Stripes...“
- „რას ნიშნავს სწორი მეტყველება და როგორ ჩნდება ენობრივი ნორმები“
- „ლექსიკური შეთანხმება“
- „ფრეკვენტულობა ენაში“
- „ბგერათა შორის აზრობრივი განსხვავების, ფონემებისა და მინიმალური წყვილების მეთოდის შესახებ“
- „ხელოვნური ენები: დაწყებული ესპერანტოთი ვიდრე ელფურ ენამდე“
- „საზოგადოების სტრუქტურა და ენის სირთულე“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლა“ დაარქივებული 2019-01-17 საიტზე Wayback Machine. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური გვერდი