ალექსანდრე ჯიბლაძე

ალექსანდრე ჯიბლაძე (დ. 19 დეკემბერი, 1949, სოფელი გოგაძეები, შუახევის რაიონი) — ქართველი თანამდებობის პირი, ფილოლოგი.

ალექსანდრე ჯიბლაძე
დაბადების თარიღი 19 დეკემბერი, 1949 (1949-12-19) (74 წლის)
დაბადების ადგილი გოგაძეები, შუახევის რაიონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

1972 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ხოლო 1987 წელს ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება