ალექსანდრე ხახანაშვილის ქუჩა
ალექსანდრე ხახანაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ქეთევან დედოფლის გამზირიდან რკინიგზისკენ. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ფილიპ პაულუჩის სახელი ერქვა. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. 1923 ალექსანდრე ხახანაშვილის სახელი ეწოდა.
ალექსანდრე ხახანაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
უბანი | ავლაბარი |
წინა სახელები | ფილიპ პალუჩის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 209, ISBN 978-99928-20-35-3.