ალექსანდრე სკრინსკი

რუსი ფიზიკოსი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე სკრინსკი (რუს. Скринский, Александр Николаевич; დ. 15 იანვარი, 1936) — რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1970). 1959 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში. ერთდროულად 1967 წლიდან ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი უმთავრესი შრომები ეხება მაღალ ენერგიათა ფიზიკასა და დამუხტული ნაწილაკების ამჩქარებლების ტექნიკას, სხვებთან ერთად დაამუშავა შემხვედრ კონათა მეთოდი (ლენინური პრემია, 1976). დაამუშავა აგრეთვე და ააგო ელექტრონ-ელექტრონული და ელექტრონ-პოზიტრონული შემხვედრი კონების დანადგარები, ჩაატარა მათზე ცდები და სხვ.

ალექსანდრე სკრინსკი
დაბ. თარიღი 15 იანვარი, 1936(1936-01-15)[1] (88 წლის)
დაბ. ადგილი ორენბურგი, სსრკ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ბუდკერის სახელობის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მგუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი, ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი[2] და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, შრომის წითელი დროშის ორდენი, კაპიცას სახელობის ოქროს მედალი, ლენინური პრემია, დემიდოვის პრემია, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, VI Veksler Prize, საპატიო ორდენი, Robert R. Wilson Prize[3] და ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-1 ხარისხი

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენითა და სხვ. 1989 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, 1997 წელს დემიდოვის პრემია, ხოლო 2001 და 2005 წლებში — რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია.

თხზულება

რედაქტირება
  • О движении спина частиц в накопителе с произвольным полем, "Доклады АН СССР", 1970, т. 192, № 6 (совм. с др.); Использование синхротронного излучения накопителя ВЭПП-3 для рентгеноструктурных исследований, там же, 1974, т. 218, № 4 (совм. с др.).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება