ალექსანდრე მილჩაკოვი
ალექსანდრე მილჩაკოვი (რუს. Мильчаков, Александр Иванович; დ. 11 ოქტომბერი, 1903 — გ. 17 ივლისი, 1973) — სსრკ-ში ახალგაზრდათა კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1919 წლიდან.
ალექსანდრე მილჩაკოვი | |
ალექსანდრე მილჩაკოვის საფლავი ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
---|---|
1928 – 1929 | |
დაბადებული | 11 ოქტომბერი 1903 ვიატკა, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 17 ივლისი 1973 მოსკოვი, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია |
ჯილდოები |
დაიბადა რკინიგზელთა ოჯახში. 1918 წელს შევიდა მუშა ახალგაზრდების სოციალისტურ კავშირში. რუსეთის ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის ციმბირის ბიუროს მდივანი. 1921–1925 წლებში რუსეთის ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ცენტრალური კომიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთის ბიუროს მდივანი, ბიუროს წევრი და რუსეთის ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, 1925 წლიდან რუსეთის ახალგაზრდათა კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ახალგაზრდობის კომუნისტური ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.
1927–1928 წლებში უკრაინის ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, ხოლო 1928–1929 წლებში — სრულიად საკავშირო ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირის მდივანი. 1956 წლიდან იყო პერსონალური პენსიონერი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაოზე ქალაქ მოსკოვში.
თხზულებები
რედაქტირება- Первое десятилетие. Записки ветерана комсомола, 2 изд., [М.], 1965;
- На "золотом" фронте, в кн.: Были индустриальные, 2 изд., М., 1973.