ალექსანდრე მდივანი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მდივანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ალექსანდრე მდივანი (დ. 1892, სოფ. ძეგვი — გ. 3 აპრილი, 1938) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი, კაპიტანი. იყო ქალაქ თბილისი საბჭოს წევრი და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. ხელი მოაწერა 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტს. ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, მსახურობდა თბილისის ორჯონიკიძის რაიონის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შტაბის უფროსად. გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის და ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კუპატაძე ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 266.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება