ალექსანდრე მამუჩაშვილი
ალექსანდრე გიორგის ძე მამუჩაშვილი (მამუჩევი) — ქართველი ფოტოგრაფი, ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის — დიმიტრი ერმაკოვის მოწაფე. ვლადიკავკაზელი ფოტოგრაფის ლეონტი როგოზინსკის დამხმარე.
1902 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიციაში ფოტოგრაფად. ექვთიმე თაყაიშვილი ძალიან დადებითად იხსენიებს მას „მაშინ ფოტოგრაფი გამომადგა ძალიან მარჯვე და შესაანიშნავად იმუშავა: ერმაკოვის მოწაფე იყო დიღმელი, გვარად მამუჩაშვილი“[1]. იმავე ექსპედიციის ანგარიშში მამუჩაშვილზე თაყაიშვილი წერს, რომ ის იყო როინაშვილის ფოტოგრაფიის გამგე[2][3].
ლიტერატურა
რედაქტირება- Попов А. П., Словарь - справочник. Российские фотографы (1839-1930), Т. 1, 2013, გვ. 788