ალექსანდრე კობიაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობიაშვილი.

ალექსანდრე იოსების ძე კობიაშვილი (კობიევი; დ. 18 აპრილი, 1857 — გ. 21 ოქტომბერი, 1918, თბილისი, დაკრძალულია წმ. ბარბარეს ეკლესიის ეზოში) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის და საქართველოს რესპუბლიკის გენერალი.

გენ.-მ. ალ. კობიაშვილი

დაიბადა თბილისის გუბერნიის აზნაურის ოჯახში. დაამთავრა მიხეილის ვორონეჟის კადეტთა კორპუსი (1875) და მიხეილის საარტილერიო აკადემია (1883). მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. 1906 წლამდე მსახურობდა მთავარ საარტილერიო სამმართველოში. 1906-1909 წლებში მსახურობდა პოლკოვნიკად (1902) და ლუგანსკის საპატრონო ქარხნის სახელოსნოების უფროსად. 1909-1913 წლებში მსახურობდა იჟევსკის (რუსეთი) საიარაღო ქარხნის სახელოსნოების უფროსად. 1910 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. 1913 წელს გავიდა თადარიგში მუნდირითა და პენსიით. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს სამხედრო სამინისტროში, სადაც იყო საარტილერიო სექციის უფროსი. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1889) და II (1899), წმ. ანას II (1905) ხარისხის ორდენებით. სამხედრო მოღვაწეობის გარდა კობიაშვილი ჩართული იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. მან, საქართველოში ერთ–ერთმა პირველმა, შეადგინა მომხმარებელ–მწარმოებელთა (საკოპერაციო) ამხანაგობათა დაარსების გეგმა, რის შესახებაც მოხსენება წარადგინა თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წევრთა წლიურ კრებაზე (1896).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება