ალექსანდრე კემურჯიანი
ალექსანდრე ლეონის ძე ქემურჯიანი [1] (რუს. Александр Леонович Кемурджиан; დ. 4 ოქტომბერი, 1921 — გ. 25 თებერვალი, 2003) — საბჭოთა მექანიკოსი, რომელიც მე-20 საუკუნეში ძირითადად მუშაობდა VNIITtransmash ინსტიტუტში. ცნობილია Lunokhod 1-ის პირველი პლანეტარული როვერის დაპროექტებით.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაკემურჯიანი დაიბადა სომეხი მშობლების ოჯახში, 1921 წლის 4 ოქტომბერს ვლადიკავკაზში, დღევანდელ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში. [2] მისი მამა (დ. 1898) და დედა (დ. 1901) იყვნენ მოხალისეები რუსეთის სამოქალაქო ომის მე-11 წითელ არმიაში. მისი სომეხი ბებია-ბაბუა ტრაპიზონიდან იყვნენ, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმში დასახლდნენ. დედამისი დონის როსტოვიდან იყო. [3]
1940 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ბაუმანის უმაღლეს ტექნიკურ კოლეჯში. [2] მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთ ფრონტის დაწყებისთანავე, 1941 წელს, მას და სატანკო განყოფილების სხვა სტუდენტებს დაევალათ დაზიანებული ტანკების შეკეთება. 1942 წლის დასაწყისში მოხალისედ შეუერთდა საბჭოთა არმიას. მან მონაწილეობა მიიღო კურსკის, დნეპრისა და ვისლა-ოდერის ბრძოლებში. [2] მსახურობდა NKVD-ის 162-ე ქვეით დივიზიაში. მან უფროსი ლეიტენანტის წოდება 1946 წელს მიიღო. გაწეული სამსახურისთვის დაჯილდოვებული იყო მამაცობის, წითელი ვარსკვლავის ორდენით (1944), სამამულო ომის ორდენით (1945, 1995), ღირსების სამკერდე ნიშნის ორდენით, და მედლით, „საბრძოლო დამსახურებისთვის“. ომის შემდეგ, 1951 წელს დაამთავრა ბაუმანის უმაღლესი ტექნიკური კოლეჯის სატრანსპორტო საშუალებების განყოფილება.
კარიერა
რედაქტირება1951 წელს კემურჯიანმა დაიწყო მუშაობა ლენინგრადში დაფუძნებულ No100 საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. კემურჯიანის კვლევა ფოკუსირებული იყო მუდმივად ცვლადი ტრანსმისიის მეთვალყურეობაზე. 1957 წელს დაიცვა სამეცნიერო საკანდიდატო ნაუკის დისერტაცია. [2] 1959 წლიდან კემურჯიანი ხელმძღვანელობდა კვლევებს ჰაერბალიშიანი გემის შესახებ. [2]
იგი ავტორია 200 სამეცნიერო პუბლიკაციისა. [2]
1963-დან 1973 წლამდე კემურჯიანი ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელსაც დაევალა ლუნოხოდის პროგრამის შასის შემუშავება. მისმა გუნდმა დააპროექტა Lunokhod 1 (1970) და Lunokhod 2 (1973). 1969 წელს დაინიშნა დირექტორის მოადგილედ და მთავარ დიზაინერად VNIITransmash-ში. მისი ხელმძღვანელობით ინსტიტუტი გახდა კოსმოსური ტრანსპორტის ინჟინერიის ლიდერი. 1971 წელს იგი გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 1977 წელს პროფესორი.
შემდგომი წლები და გარდაცვალება
რედაქტირებაკემურჯიანი პენსიაზე გავიდა 1998 წელს. [2] 2000 წელს იგი გახდა რუსეთის კოსმონავტიკის აკადემიის სანქტ-პეტერბურგის ფილიალის (StPB RAC) დამფუძნებელი წევრი. 2000 წლის ნოემბერში იყო მთავარი მომხსენებელი ლუნოხოდის შეხვედრის 30 წლისთავზე, რომელიც გაიმართა ტოვსტონოგოვის ბოლშოის დრამატულ თეატრში. [2] საჯარო სივრცეში ბოლოს გამოჩნდა 2003 წლის იანვრის შუა რიცხვებში. რამდენიმე დღის შემდეგ მან ბარძაყის მოტეხილობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 2003 წლის 24 [2] ან 25 თებერვალს. დაკრძალეს პეტერბურგში, სმოლენსკის სომხურ სასაფლაოზე. [2]
აღიარება
რედაქტირებაკემურჯიანი აღიარებულია „პლანეტარული როვერების დიზაინის რუსული სკოლის დამფუძნებლად“. მთვარის როვერებზე მუშაობისთვის კემურჯიანმა 1973 წელს მიიღო ლენინის პრემია. მცირე პლანეტას, რომელიც აღმოაჩინა 1976 წლის 26 აგვისტოს ნიკოლაი ჩერნიხმა ყირიმის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, ეწოდა 5933 კემურჯიანი. [4] ის იყო The Planetary Society-ის, ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის და სხვა გამორჩეული საზოგადოებების წევრი. კემურჯიანის შესახებ დოკუმენტები, ფოტოები და სხვა საარქივო მასალები ინახება რუსეთის სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის სახელმწიფო არქივში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Siddiqi, Asif A. (2000) Challenge to Apollo: The Soviet Union and the Space Race, 1945-1974. Washington, DC: NASA History Division.
- Harvey, Brian (2007) Soviet and Russian Lunar Exploration. Springer Science & Business Media.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Kupriyanov, Valery N.. Александр Леонович Кемурджиан – главный конструктор самоходного шасси "Лунохода". Моменты жизни ru. History of Aeronautics, Aviation and Astronautics (2 October 2016).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Siddiqi 2000.
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 Harvey 2007.
- ↑ Sarkisian, Arkadii E. (1998) Армяне - военные ученые, конструкторы, производственники и испытатели XX века [Armenians: Military Scientists, Constructors, Manufacturers and Testers of the 20th Century]. Volume I (ru). Gitutyun, National Academy of Sciences of Armenia, გვ. 168.
- ↑ (5933) Kemurdzhian = 1976 QN = 1988 FC3. Minor Planet Center.