მთავარი მენიუს გახსნა
ჰაერბალიშიანი გემი

ჰაერბალიშიანი გემიგემი რომელიც ძროს ქვემოთ დაჭირხნილი ჰაერის ზემოქმედებით აიწევა წყლის ზედაპირიდან, რის შედეგადაც მცირდება წინააღმდეგობის ძალა მისი მოძრაობისას. ჰაერბალიშიანი გემი ორგვარია: ერთში ჰაერის ცენტრალური მიწოდება გუმბათისებრ ძროში ვენტილატორიდან ხორციელდება (კამერული სქემა), მეორეში — ძროს პერიმეტრზე განლაგებული ნახვრეტებით (საქშენიანი სქემა). ღელვის დროს ჰაერბალიშიანი გემი მდგრადად მოძრაობს, მისი ძროს ქვეშ მუდმივად არის ჰაერის ბალიში, რითაც აცილებულია დინამიური დაგვერდება და დიფერენტი. გემების ჰორიზონტალურ სიბრტყეში მამოძრავებელ ძალად გამოიყენება საჰაერო ხრახნსა და საჰაერო-რეაქტიულ ძრავებს. ჰაერბალიშიანი გემების სიჩქარეა 100—150 კმ/სთ.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურარედაქტირება