ალექსანდრე კარაპეტიანი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე კარაპეტიანი (სომხ. Ալեքսանդր Կարապետյան; დ. 23 დეკემბერი, 1987, თბილისი, საბჭოთა კავშირი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ფორვარდი. იგი ამჟამად თამაშობს რუსეთის კლუბ სოჭისა და სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.

ალექსანდრე კარაპეტიანი
კარაპეტიანი სოჭისთან ერთად 2019 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრე კარაპეტიანი
დაბადების
თარიღი
23 დეკემბერი, 1987 (1987-12-23) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
ფორვარდი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სოჭი
ნომერი 87
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008 - 2009 ვევენ ვეისბადენი-2 12 (0)
2009 - 2010 ობერნეულანდი 31 (9)
2010 - 2012 ელვესბერგი 15 (2)
2012 - 2013 ჰომბურგი 16 (9)
2013 ფ-91 დიუდელანჟი 5 (2)
2013 - 2014 გრევენმაჩერი 12 (10)
2014 - 2015 ფ-91 დიუდელანჟი 23 (15)
2015 - 2017 ვიქტორია როსპორტი 35 (25)
2017 - 2019 პროგრესი 47 (40)
2019 - სოჭი 11 (2)
ეროვნული ნაკრები
2014 - სომხეთი 10 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

კარაპეტიანმა ფეხბურთის თამაში გერმანიის რეგიონალურლიგაში (მეოთხე საფეხური) დაიწყო. იგი თამაშობდა: ვეენ ვეისბადენი-2-ში, ობერნეუკაბდში, ელვესბერგსა და ჰომბორგში. 2013 წელს იგი გადავიდა ჯერ ლუქსემბურგის ეროვნული დივიზიონის კლუბ ფ-91 დიუდელანჟში, ხოლო შემდგომ გრევენმაჩერში; თუმცა საბოლოოდ კვლავ ფ-91 დიუდელანჟში დაბრუნდა. მან კლუბთან 2014-15 წლის სეზონი გაატრა და ამ დროში 23 თამაშში მიიღო მონაწილეობა (გაიტანა 15 გოლი).

2014-2015 წლების ლუქსემბურგის ეროვნული დივიზიონის დასრულებისას, მისი კონტრაქტი ამოიწურა; მაშ შემოთავაზებები მოუვიდა ჩინეთიდან, ჰონგ-კონგიდან და სომხეთიდან, თუმცა მან კარიერის გაგრძელება დასავლეთ ევროპაში გადაწყვიტა. მან კონტრაქტი ლუქსემბურგის გუნდ ვიქტორია როსპორტთან გააფორმა.[1] იგი კლუბში 2 სეზონი თამაშობდა: ამ დროში მან მონაწილეობა მიიღო 35 თამაშში და გაიტანა 25 გოლი.

2017 წლის მაისში კარაპეტიანმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბ პროგრესთან. მან გუნდში 2 წელი გაატარა; ამ დროში მონაწილეობა მიიღო 47 თამაშში და გაიტანა 40 გოლი.[2]

2019 წლის 12 ივლისს, კონტრაქტი გააფორმა რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდ სოჭისთან.[3]

საერთაშორისო კარიერა

რედაქტირება

ალექსანდრე კარაპეტიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2014 წლის 11 ოქტომბერს, უეფას ეურო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართულ სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (ერევნის რესპუბლიკური სტადიონი, ერევანი). იგი თამაშში უკანასკენელი 6 წუთი, მარკოს პიელის შეცვლით, ჩაერთო.[4]

შემდეგი წლები კარაპეტიანს ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა 2018 წლის ნოემბერში იგი კვლავ იხმეს ნაკრებში სათამაშოდ. შეხვედრები 2018 წლის უეფას ეროვნული ლიგის ეგიდით შედა; ისინი გიბრალტარსა და ლიხტენშტაინს დაუპირისპირდნენ.[5] ალექსანდრე კარაპეტიანმა სადებიუტო საერთაშორისო გოლი გაიტანა უეფას ეროვნული ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, 11 ნოემბერს.[6]

2019 წლის ივნისში მან ზედიზედ 2 თამაშში მოახერხა გოლის გატანა; ეს თამაშები შედგა უეფას ეურო 2020ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ლიხტენშტაინისა და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jochum, Henning (19 February 2016). „Karapetian, du cauchemar au nouvel espoir“ [Karapetian, from nightmare to new hope]. L'essentiel (French). ციტირების თარიღი: 29 January 2019.
  2. „Alexander Karapetian enfin officialisé du côté du Progrès“ [Alexander Karapetian finally officially signed for Progrès]. Le Quotidien (French). 6 May 2017. ციტირების თარიღი: 29 January 2019.
  3. Федор Кудряшов и Александр Карапетян стали игроками «Сочи» Russian. PFC Sochi (12 July 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი 2019.
  4. „Timely Tošić gives Serbia point in Armenia“. UEFA. 11 October 2014. ციტირების თარიღი: 10 April 2015.
  5. Nadin, Christophe (13 November 2018). „Karapetian de retour dans la sélection arménienne“ [Karapetian back in Armenian national team]. Luxemburger Wort (French). ციტირების თარიღი: 29 January 2019.
  6. „Movsisyan scores four as Armenia beat Gibraltar 6-2“. Public Radio of Armenia. 17 November 2018. ციტირების თარიღი: 29 January 2019.