ალექსანდრე ზაალოვი
ალექსანდრე მიხეილის ძე ზაალოვი (ზაალიშვილი) (გ. 20 ივლისი, 1944) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსანდრე ზაალოვი დაიბადა რუსეთის არმიის პოლკოვნიკის, აზნაურ მიხეილ ზაალოვის ოჯახში. 1908 წელს დაამთავრა ალექსეევკის სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდა ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითთა პოლკში პოდპორუჩიკის ჩინით. 1913 წელს ცხოვრობდა ქალაქ გომელში. 1913-1914 წლებში 160-ე ქვეითთა აფხაზური პოლკის პორუჩიკი იყო, შემდეგ იმავე წოდებით მსახურობდა 304-ე ქვეითთა ნოვგოროდ-სევერსკის პოლკში. 1915 წლის 20 მარტს დაჯილდოვდა წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენით, წარწერით „სიმამაცისთვის“. 1918–1920 წლებში ალექსანდრე ზაალოვი პოდპოლკოვნიკის ჩინით მსახურობდა აღმოსავლეთის ფრონტზე მყოფ თეთრგვარდიელთა ჯარებში. 1918 წლის ოქტომბრიდან იყო ტიუმენის საინსტრუქტორო სკოლის უფროსი. იმავე წლის დეკემბრიდან სათავეში ედგა ყაზანის მსროლელთა 58-ე პოლკს, ხოლო 1919 წლის 9 მაისიდან ივლისამდე მეთაურობდა ლაიშევის 59–ე პოლკს. ემიგრაციაში ალექსანდრე ზაალოვი ცხოვრობდა ჩინეთში. გარდაიცვალა 1944 წლის 20 ივლისს ხარბინში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ნიკო. ალექსანდრე მიხეილის ძე ზაალოვი (ზაალიშვილი) // ქართული დიპლომატია. 2004. გვ.196