მიხეილ ზაალოვი
მიხეილ ზაქარიას ძე ზაალოვი (ზაალიშვილი; დ. 3 იანვარი, 1858 — გ. წ. უცნობია) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914), ეროვნებით ქართველი.
დაამთავრა თბილისის ალექსანდრეს სახელობის გიმნაზიის 2 კლასი და თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. 1876 წლიდან მსახურობდა ასეულის და ბატალიონის მეთაურად 161-ე ალექსანდროპოლის ქვეით პოლკში, ხოლო 1905–1912 წლებში — 186-ე ასლანდუზის ქვეით პოლკში. 1910 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) და რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომებში. 1914 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან, პენსიისა და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. მისი შვილი იყო რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაალოვი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 295.