ალექსანდრე ბურთიკაშვილი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბურთიკაშვილი (დ. 2 ოქტომბერი, 1893, თბილისი — გ. 18 ივნისი, 1965, იქვე) — ქართველი ჟურნალისტი, თეატრალური კრიტიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. მოსკოვიდან დაბრუნებული მიიწვიეს რეჟისორად და მსახიობად მუშათა ცენტრალურ კლუბში, შემდეგ საგარეჯოს თეატრში, სადაც მან 9 წელი იღვაწა. თბილისში დაბრუნებული თანამშრომლობდა ქრთულ მსახიობებთან და ქმნიდა სენურ სახეებს.

ალექსანდრე ბურთიკაშივილი იყო ქართული ხელოვნების მატიანე და კრიტიკოსიც. მას ეკუთვნის ნაშრომი ნატო გაბუნიაზე. მას მოჰყვა მონოგრაფიები: „შალვა დადიანი“, „ალექსანდრე იმედაშვილი“, „გიორგი არადელი - იშხნელი“, „ალ. ყაზბეგი სცენაზე“, „თეატრალური პორტრეტები“, „ცეკვის ჯადოქარი“(ვახტანგ ჭაბუკიანი), „რაინდი უშიშარი და გულმართალი“ (ვალერიან გუნია) და სხვა. სიცოცხლის უკანასკელ წლებში გამოაქვეყნა მოგონებები „დღენი ჩემი ცხოვრებისა“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 91, თბ., 1994