ალექსანდრე ბერაია
ალექსანდრე ბერაია (დ. 8 მაისი, 1929 — გ. 10 მარტი, 2001) — ქართველი მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი.
ალექსანდრე ბერაია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 მაისი, 1929 სენაკი, სამეგრელო |
გარდაცვალების თარიღი | 10 მარტი, 2001 (71 წლის) |
დაკრძალულია | სოფელ წეროვანის სასაფლაო, მცხეთის რაიონი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
საქმიანობა | სოფლის მეურნეობის მუშაკი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სენაკის სამეცნიერო საწარმოო საცდელი სადგურის დირექტორად (1958-1990). სოიასა და სიმინდის რამდენიმე დარაიონებული ჯიშისა და ჰიბრიდის ავტორი, მის მიერ გამოყვანილი სოიას ჯიში „კოლხიდა-4“ მიჩნეულია მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად და შეყვანილია სოფლის მეურნეობის ენციკლოპედიაში, როგორც ათი საუკეთესო ჯიშიდან ერთ-ერთი. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით არის გამოყვანილი კიდევ რამდენიმე სოიას ჯიში: „უნივერსალი-1“, „მეგრული-2“, „სენაკი“ და სხვა. გამოქვეყნებული აქვს 123 სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, რომელიც იბეჭდებოდა საბჭოთა კავშირის წამყვან სამეცნიერო პოპულარულ გამოცემებში. იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. „ВАК“-ის მიერ მინიჭებული ჰქონდა წამყვანი მეცნიერ მუშაკის ხარისხი.