ალექსანდრე ანანოვი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე ანანოვი — მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში.

საქმიანობა

რედაქტირება

დაამთავრა მოსკოვის აღმოსავლურ ენათა ლაზარევის ინსტიტუტი. XIX საუკუნის 60-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა სატყეო მეურნეობას, რომელიც ქუთაისის გუბერნიაში მისმა ძმამ ივანემ შეიძინა. ჩადო ინვესტიციები დასავლეთ საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში, გააშენა ზვარი, სოფელ ვარციხეში ააგო ღვინის ქარხანა, ჩამოიყვანა სპეციალისტები საფრანგეთიდან და დაიწყო ღვინისა და კონიაკის წარმოება. ამასთან, შეიძინა ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის უმეტეს ნაწილს ადგილობრივ გლეხებზე იჯარით გასცემდა, რაც მისი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს წარმოადგენდა. მოგვიანებით გახდა ბაქოს ნავთობმრეწველთა ამხანაგობის „ძმები მირზოევები და კომპანიის“ მსხვილი აქციონერი და დაიკავა ამხანაგობის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი. სათავეში ედგა კავკასიის სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებას, შედიოდა სხვა არაერთი საქველმოქმედო ფონდის მმართველობაში და ინდივიდუალურადაც ეწეოდა ქველმოქმედებას. მაგალითად 1864 წელს დააფინანსა 10 სომეხი მოზარდის მოსკოვში გაგზავნა იქაურ მექანიკურ ქარხანაში, საიუველირო და სამკერვალო სახელოსნოებში, ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის სასწავლებლებში პროფესიების დასაუფლებლად. სომეხ ჭაბუკებს საკონდიტრო საქმის შესასწავლად გზავნიდა საფრანგეთში და სხვა. 1890 წელს ქალაქის ბურჟუაზიულმა წრეებმა თბილისის თვითმმართველობის ხმოსნად აირჩიეს. ცნობილი კომერსანტი და ქველმოქმედი 1909 წელს თბილისში გარდაიცვალა. ანდერძით მან სომეხთა საქველმოქმედი საზოგადოებას მნიშვნელოვანი თანხა დაუტოვა.

შთამომავლობა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯანელიძე ო., ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი... თბ., 2020 გვ. 403-408